მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ესაია 37:3

2. გააგზავნა ელიაკიმი, სასახლის მოურავი, შებნა მწერალი და ჯვალოთი მოსილი მღვდელმთავრები ესაია წინასწარმეტყველთან, ამოცის ძესთან.3. უთხრეს: ასე ამბობს ხიზკიაჰუ: გაჭირვების, სასჯელის და შერცხვენის დღე არის ეს დღე, რადგან საშოს კარს არიან მომდგარი ბავშვები, მაგრამ არ არის შობის ღონე.4. ვინძლო გაიგონოს უფალმა, შენმა ღმერთმა, სიტყვები რაბშაკესი, რომელიც აშურის მეფემ, მისმა ბატონმა, გამოგზავნა, რათა დაემცირებინა ცოცხალი ღმერთი და ეგინებინა სიტყვებით, რომლებიც გაიგონა უფალმა, შენმა ღმერთმა. აღავლინე ლოცვა დარჩენილთათვის, ვინც კი არიან.
ესაია თავი 37
3. უთხრეს: ასე ამბობს ხიზკიაჰუ: გაჭირვების, სასჯელის და შერცხვენის დღე არის ეს დღე, რადგან საშოს კარს არიან მომდგარი ბავშვები, მაგრამ არ არის შობის ღონე.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 7-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
13. ბოროტების სალმობა და სინდისის სამსჯავრო:

...მომსრველი, ვითარცა სალმობაჲ შობადისაჲ“** (). აქ ორ რამეზე მიანიშნებს: აუტანელობაზეც და მოულოდნელობაზეც. და ეზეკიაც ამბობს: „რამეთუ მოიწია ლმობაჲ შობისა, ხოლო ძალი არა აქუს შობად.“ () ამით იგი სალმობის მეშვეობით საკუთარ აუტანელ შიშსა და ტკივილს აჩვენებს.

სწორედ ასევე ამბობს აქაც წინასწარმეტყველი. რადგან თუნდაც ვინმე ურიცხვგზის ბოროტი იყოს, სინდისის სამსჯავრო არ იხრწნება; იგი ხომ ბუნებრივია და დასაბამითვე ღმერთისაგან არის ჩვენში ჩადებული. და თუნდაც ურიცხვად ვეწინააღმდეგებოდეთ სინდისს, სინდისის სამსჯავრო მაინც თავს გვადგას, ღაღადებს, სჯის, განიკითხავს; და ბოროტებაში მცხოვრებთაგან არავინაა ისეთი, ურიცხვ ტკივილს რომ არ ითმენდეს, მაშინაც, როცა ბოროტს განიზრახავს, და მაშინაც, როცა განზრახვას საქმედ აქცევს. რადგან ვინ იყო აქაბზე უფრო ბოროტი? მაგრამ როდესაც მან ვენახი მოისურვა, იფიქრე, რაოდენი ტკივილი ჰქონდა....

სრულად ნახვა