მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ესაია 39:6

5. უთხრა ესაიამ ხიზკიაჰუს: ისმინე ცაბაოთ უფლის სიტყვა:6. აჰა, დადგება ჟამი და ყველაფერს, რაც სახლში გაქვს, და რაც შენს მამა-პაპას დღემდე მოუხვეჭავს, ბაბილონში წაიღებენ. აღარაფერი დარჩება, ამბობს უფალი.7. წაასხამენ შენს შვილებსაც, რომელნიც შენგან გამოვლენ, რომელთაც შენ წარმოშობ, და საჭურისებად გახდიან ბაბილონის მეფის სასახლეში.
ესაია თავი 39
6. აჰა, დადგება ჟამი და ყველაფერს, რაც სახლში გაქვს, და რაც შენს მამა-პაპას დღემდე მოუხვეჭავს, ბაბილონში წაიღებენ. აღარაფერი დარჩება, ამბობს უფალი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 117-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. ჭირში ლოცვა და ღვთის სასოება:

...ლთაც ამის გაგება სურდათ, მან ღვთისგან მომხდარით კი არ გააოცა, არამედ ადამიანურით, რადგან მათი შემოსევის ეშინოდა. ამიტომაც უჩვენებდა მათ საგანძურებს, რადგან თავის სასოებას საგანძურებზე ამყარებდა. ამიტომაც ღმერთი განრისხდა და თქვა: „მიიხუნენ ყოველნი სახლისა შენისაშორისნი“ (), ესე იგი: ამ ყველაფერს სწორედ ისინი წაიღებენ, ვისზეც სასოებდი და ვისაც ენდობოდი. ამისთვისვე იკიცხება ისრაელიც, რადგან ფულსა და ცხენებს ენდობოდა. ამიტომაც წინასწარმეტყველი ურჩევდა მათ, საპირისპირო სიტყვებით მოელმობიერებინათ ღმერთი და ეთქვათ: „ცხენებზე აღარ ავმხედრდებით“ (). ღმერთი პატივს გცემს, შენ კი საკუთარ თავს შეურაცხყოფ? ღმერთი პატივს გცემს და თავისგან თანადგომას გპირდება, შენ კი ადამიანურ სასოებებს მიმართავ და უსულო ნივთიერებას — ფულს — შენი ხსნის სასოებას ანდობ? რადგან იგი მხოლოდ შენს ხსნას კი არ ეძიებს, არამედ იმასაც, რომ ეს პატივით აღასრულოს. ძლიერ...

სრულად ნახვა