მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ესაია 4:5

4. როცა ჩამორეცხავს მეუფე მწვირეს სიონის ასულებს და გაწმედს იერუსალიმის წიაღს სისხლისაგან განკითხვის სულით და ხანძრის სულით.5. მაშინ შექმნის უფალი სიონის მთის ყოველ ადგილზე და ყოველ საკრებულოს თავზე ნისლსა და კვამლს დღისით და ცეცხლის ნათებას ღამით, რადგან ყოველ დიდებას საფარველი გადაეფარება.6. კარავი ჩრდილად იქნება დღის პაპანებაში და თავშესაფრად და საყუდრად ავდარსა და წვიმაში.
ესაია თავი 4
5. მაშინ შექმნის უფალი სიონის მთის ყოველ ადგილზე და ყოველ საკრებულოს თავზე ნისლსა და კვამლს დღისით და ცეცხლის ნათებას ღამით, რადგან ყოველ დიდებას საფარველი გადაეფარება.
ესაიას განმარტება, თავი 4
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„და შეიპყრან შჳდთა დედათა ერთი მამაცი მეტყუელთა: პური ჩუენი ვშჭამოთ და სამოსელნი ჩვენნი შევიმოსნეთ, ოდენ სახელი იწოდენ ჩუენ ზედა, მომისპე ყუედრება ჩვენი“ ().

1.

მას სურს აჩვენოს ომისგან მომხდარი კაცთა სიმცირე და ის, თუ როგორ უკიდურესად შემცირდა იუდეველთა ხალხი. რადგან ქალები არც იმას ამბობდნენ, რომ მამაკაცთაგან მათთვის შესაფერისი მფარველობა სჭირდებოდათ; არამედ ამბობდნენ, რომ კაცს ამ მსახურებისაგან გაათავისუფლებდნენ და ამ მდგომარეობას დასჯერდებოდნენ, მეტიც, შეიყვარებდნენ კიდეც, თუ მხოლოდ, თუნდაც უბრალო და შემთხვევითი სახით, ქვრივობის სახელისაგან გათავისუფლდებოდნენ. რადგან ამას ნიშნავს სიტყვები: „მომისპე ყუედრება ჩვენი“ (), ვინაიდან ძველად ეს ყვედრებად ითვლებოდა. „ხოლო მას დღესა ზედგამობრწყინდეს ღმერთი განზრახვისა მიერ დიდებისა თანა ქვეყანასა ზედა, ამაღლებად და დიდებად ნეშტსა ისრაილისასა“...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის