მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ესაია 40:15

14. ვის სთხოვა რჩევა, რომ განსწავლულიყო, ვინ აცოდინა მას სამართლის გზა, ვინ აცოდინა სიბრძნე და გონების გზა ვინ ჩააგონა?15. აჰა, სარწყულის ერთი წვეთივით არიან ხალხები და ქვიშასავით სასწორის პინებზე. აჰა, მტვერივით ახვეტავს კუნძულებს!16. ლიბანი არ ეყოფა დასაწვავად და მისი მხეცები აღსავლენ მსხვერპლად!
ესაია თავი 40
15. აჰა, სარწყულის ერთი წვეთივით არიან ხალხები და ქვიშასავით სასწორის პინებზე. აჰა, მტვერივით ახვეტავს კუნძულებს!

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 7-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
11. ღმრთის იარაღთა სახეები და სასჯელის შიში:

...გან თუ „ჴელსა შინა მისსა არიან ყოველნი კიდენი ქუეყანისანი“ (), და „დამკჳდრებულნი მას ზედა, ვითარცა მკალნი“ (), და „ყოველნი წარმართნი, ვითარცა ნაწუეთნი კარდალისაგან, და, ვითარცა წამი სასწორისა, შეირაცხნეს“ (), და მისი ანგელოზიც გამოვიდა და მცირე ჟამში ას ოთხმოცდახუთი ათასი მოსრა, რას ვამბობ ანგელოზის შესახებ? ბუზებმა, მუხლუხოებმა და მატლებმა ეგვიპტელთა ბანაკი დაღუპეს; იქ სად იყო მშვილდის საჭიროება? ან მახვილისა სად?

მაშ, რის გამო ითქვა ეს ყოველივე? მსმენელთა სიბლაგვის გამო, რათა იარაღებთან შეჩვეული სახელებით მათი გონება შეარყიოს. რადგან ვის ხელშიც არის ყველა ჩვენგანის სუნთქვა, და ვისი სიცივის პირისპირ ვერავინ დადგება, მას იარაღები როგორ სჭირდება? მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, ეს ყოველივე ასე ითქვა მსმენელთა სიბლაგვისა და უგულისხმობის გამო. რას ნიშნავს: „და გააბრწყინებ...

სრულად ნახვა