მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ესაია 40:28

27. რატომ ამბობ, იაკობ, და რატომ ლაპარაკობ, ისრაელ, დაფარულიაო ჩემი გზა უფლისაგან და ღვთისგან განუკითხავიაო ჩემი სამართალი?28. განა არ იცი? ნუთუ არ გსმენია? მარადიული ღმერთია უფალი, ქვეყნის კიდეების შემქმნელი. არ იღლება და არ იქანცება, მიუწვდომელია მისი განგება.29. ის აღონიერებს დაღლილ-დაქანცულს და უძლურს ძალას ჰმატებს.
ესაია თავი 40
28. განა არ იცი? ნუთუ არ გსმენია? მარადიული ღმერთია უფალი, ქვეყნის კიდეების შემქმნელი. არ იღლება და არ იქანცება, მიუწვდომელია მისი განგება.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 6-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. ღვთის უვნებობა და შეწყალების ღირსება:

...პარაკა მათ და მათში თავისი არსებობის შესახებ შეხედულება ჩადო, კვლავ ნელ-ნელა განწმენდს მათ, ამ მოძღვრებამდე აჰყავს, თავის შესახებ უფრო მაღალ სიტყვებს ამბობს და თავისი უვნებობის შესახებ სიტყვას აღძრავს.

რადგან სხვა წინასწარმეტყველიც ამბობს: „არ მოემშიოს, არცა დაშურეს“ (). ამრიგად, ვინც თქვა, რომ ღმერთი რისხდება, იგივე კვლავ აჩვენებს, რომ ღვთაება უვნებელია, და დასძენს: „ნუ მე განმარისხებენა იგინი?“ და „არა თავთა თჳსთა“ (). და ვინც თქვა, რომ იგი ტაძარშია, იგივე კვლავ ამბობს: „არა კაცი შენ შორის წმიდაჲ“ (). „და არა შევიდე ქალაქად“ (), ესე იგი: „ადგილით არ შემოვიფარგლები“. თუ ეს ყველასთვის ბოლომდე არ განუმარტავს, უფრო გონიერს ნათქვამიდან მისცა გააზრება: თუ ღმერთი ტირანული ვნებებისგანაც თავისუფალია და იმათგანაც, რომელთა გარეშეც ჩვენ ცხოვრება არ შეგვიძლია, მით უმეტეს სხვა ვნებებისგან არის გათავისუფლებული....

სრულად ნახვა