...6.
ვფიქრობ, ეს ისრაელიანებზეა ნათქვამი და წინასწარმეტყველიც იმასვე ამბობს, რასაც შემდეგ ესაია: „ნუ გეშინინ... ისრაილ, ყრმა ჩემი ხარ... კიდეთაგან ქუეყანისათა და სამსტუროთაგან მისთა გიწოდე შენ და გარქუ: შენ ყრმა ჩემი ხარ“ (). რას ნიშნავს: „ყველა მათგანს სახელდებით მოუწოდებს“ ()7? არც ერთი მათგანი, ამბობს, არ დაიღუპება; არამედ როგორც ისინი, ვინც სახელით უხმობენ, ასევე თვით ღმერთიც ყველას ზედმიწევნით შეკრებს. „დიდ არს უფალი ჩუენი, დიდ არს ძალი მისი“ (). რადგან უდიდესი საქმე თქვა — რომ მთელ ქვეყნიერებაზე განბნეულ ამდენ ურიცხვ ადამიანს ღმერთი შეკრებს — ამიტომ შემდეგ მის ძალაზე მსჯელობს და ძლიერ შეშფოთებულ იუდეველებს რწმენისკენ მიჰყავს. ...