მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ესაია 43:25

24. არ გიყიდია ჩემთვის ვერცხლით სურნელებანი და არ გაგიძღივარ შენი საკლავების ქონით. შენ კი მამსახურებდი შენი ცოდვებით და მღლიდი შენი დანაშაულებით.25. მე ვარ, მე, ვინც წარვხოცავდი შენს შეცოდებებს ჩემი გულისთვის და შენს ცოდვებს არ ვიხსენებდი.26. გამახსენე, განვიკითხოთ ერთმანეთი; მოჰყევი, რომ თავი გაიმართლო.
ესაია თავი 43
25. მე ვარ, მე, ვინც წარვხოცავდი შენს შეცოდებებს ჩემი გულისთვის და შენს ცოდვებს არ ვიხსენებდი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 129-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. ღვთის წყალობა და შეურყეველი სასოება:

...და თუ ამ კაცთმოყვარეობით არ ვისარგებლებთ, ჩვენი საქმეები საკმარისი არ იქნება, რომ მომავალი რისხვისაგან გამოგვტაცოს.

3. ღვთის წყალობა და შეურყეველი სასოება

ამას წინასწარმეტყველის მეშვეობითაც აცხადებდა და ამბობდა: „მე ვარ, მე ვარ იგივე აღმჴოცელი უშჯულოებათა შენთა“ (). ესე იგი: ეს ჩემი საქმეა, ჩემი სიკეთისა და ჩემი კაცთმოყვარეობისა. რადგან შენი საქმეები არასოდეს კმარა სასჯელისგან გასათავისუფლებლად, თუ მათ ჩემი კაცთმოყვარეობა არ დაემატა. და კვლავ: „მიგითავსებ თქუენ“ (). „სახელისა შენისათჳს დაგითმე შენ, უფალო“ (). „დაუთმო სულმან ჩემმან სიტყუასა შენსა. ესავს სული ჩემი უფალსა“ (). სხვა ამბობს: „შენი რჯულის გამო“. კიდევ სხვა კი: „რათა შენი სიტყვა შეცნობილიყო“....

სრულად ნახვა