მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ესაია 44:24

23. გიხაროდეთ, ცანო, რადგან უფალმა მოიმოქმედა ეს! იყიჟინეთ, მიწის სიღრმეებო, სიხარულით იხმიანეთ, მთებო, ტყევ და ყოველო ხევ, რაც მასში ხარ, რადგან უფალმა გამოისყიდა იაკობი და ისრაელში განდიდდა.24. ასე ამბობს უფალი, შენი გამომსყიდველი და შენი გამომსახველი დედის საშოში: მე ვარ უფალი, რომელმაც ყოველივე შექმნა; მარტომ გადაჭიმა ცა და თავად გადაფინა მიწა,25. რომელმაც ჩაშალა ცრუწინასწარმეტყველთა ნიშნები, გამოაჩინა მკითხავთა სიბრიყვე, უკან დაახევინა ბრძენებს და მათი ცოდნა სიგიჟედ აქცია.
ესაია თავი 44
24. ასე ამბობს უფალი, შენი გამომსყიდველი და შენი გამომსახველი დედის საშოში: მე ვარ უფალი, რომელმაც ყოველივე შექმნა; მარტომ გადაჭიმა ცა და თავად გადაფინა მიწა,

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი დ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი“ (1,1).:

...ელთა მიერ ამას მოასწავებს მარადის სასწაულად თჳსისა ღმრთეებისა. და მარადის ამას ქადაგებენ წინაჲსწარმეტყუელნი წინააღმდგომად კერპთაჲსა, ვი-თარმედ: „ღმერთნი, რომელთა ცაჲ და ქუეყანაჲ არა ქმნეს, წარწყმდენ“; და კუალად იტყჳს: „მე ჴელითა ჩემითა განვჰმარტე ცაჲ“. და ვინაჲთგან მომასწავებელი ღმრთეებისაჲ არს, ამისთჳს ყოველსა ადგილსა მას მოიღებს დამბადებელობასა. ხოლო მახარებელმან არა ამას ზედა ოდენ კმა-ყო, არამედ „ცხორებადცა“ უწესს და „ნათლად“. ხოლო უკუეთუ მარადის მამისა თანა იყო და ყოველი მას დაუბადებიეს და დაუპყრიეს და ყოველსა იგი განანათლებს, ვინ იყოს ესრეთ დაბნელებული და საწყალობელი, რაჲთამცა თქუა, ვითარმედ უდარეს არს და უკუანაჲსკნელ მამისა? ნუ შეჰრევთ დაბადებულთა დამბადებელსა თანა, რაჲთა არა გუესმეს ჩუენცა, ვითარმედ: „ჰმსახურეს დაბადებულსა და არა დამბადებელსა“.

სწავლაჲ დ ვითარმედ თანაგუაც მადლობაჲ უფლისაჲ მარადის; რისხვისათჳს

ნუმცა უკუნისამდე შთავყრით თავთა ჩუენთა ესევითარსა ამას წყევასა შინა, რამეთუ ამისთჳს მოვიდა ჩუენდა ძე ღმრთისაჲ, რაჲთა ამის წყევისაგან გჳჴსნეს; ამისთჳს შეიმოსა ხატი მონისაჲ, რაჲთა ამის მონებისაგან განგუათავისუფლნე...

სრულად ნახვა