მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ესაია 45:22

21. გამოაცხადეთ, მოდექით, მოითათბირეთ ერთმანეთში: ვინ გვასმინა ეს ძველთაგანვე, დიდი ხნის წინათ ვინ გამოაცხადა? ეს მე არ ვიყავი, უფალი? არ არის სხვა ღმერთი ჩემს გარდა; მართალი ღმერთი და მაცხოვარი ჩემს გარდა არავინაა.22. ჩემკენ მოიქეცით და გადარჩებით, ქვეყნის ყოველი კუთხისანო, რადგან მე ვარ ღმერთი და სხვა არავინაა.23. ჩემი თავი მაქვს დაფიცებული, ჩემი პირიდან გამოვიდა სიმართლე და ჩემი სიტყვა არ გადაითქმის, რადგან ყოველი მუხლი ჩემს წინაშე მოიყრება, ყოველი ენა მე დამიფიცავს.
ესაია თავი 45
22. ჩემკენ მოიქეცით და გადარჩებით, ქვეყნის ყოველი კუთხისანო, რადგან მე ვარ ღმერთი და სხვა არავინაა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თესალონიკელთა მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 6
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4. ქვრივის სასოება და ობოლთა აღზრდა:

...ჳს უფალი, -"** (). რაოდენი სიყვარულის სიტყვებია ესენი! და კვლავ: „მოიქეცით ჩემდა" (); და კიდევ სხვაგან: „მოიქეცით ჩემდამო და სცხოვნდეთ" (). ხოლო თუ ვინმე ქებათა წიგნიდანაც მოისურვებს სიტყვის გამორჩევას, მოისმენს — თუკი ამ სიტყვებს უფრო საიდუმლოდ გაიგებს — როგორ ესაუბრება ღმერთი თითოეულ მისთვის შესაფერის სულს: „შუენიერო ჩემო" (), „ტრედო ჩემო" ().

რა არის ამ სიტყვებზე უფრო ტკბილი? ხედავ ღმერთის საუბარს ადამიანებთან? და კიდევ, მითხარი: განა ვერ ხედავ, იმ ნეტარ ქალთა რამდენი შვილი გარდასულა და სამარეებში განისვენებს? რამდენმა კიდევ უფრო მძიმე რამ განიცადა და ქმრებთან ერთად შვილებიც დაკარგა? ამ...

სრულად ნახვა