მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ესაია 46:4

3. მისმინე, იაკობის სახლო და ისრაელის სახლის მთელო ნარჩომო, ჩემო აყვანილო მუცლიდანვე, საშოდანვე ჩემო ნატარებო:4. შენს სიბერემდე მე იგივე ვარ და მოხუცობამდე მე გატარებ, მე შეგქმენი და მე აგიყვან, მე გატარებ და მე გადაგარჩენ.5. ვის შემადარებთ, რომ გამისწოროთ? ვის გამიტოლებთ, რომ ვემსგავსო?
ესაია თავი 46
4. შენს სიბერემდე მე იგივე ვარ და მოხუცობამდე მე გატარებ, მე შეგქმენი და მე აგიყვან, მე გატარებ და მე გადაგარჩენ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 129-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. ღვთის წყალობა და შეურყეველი სასოება:

...ესე იგი: ეს ჩემი საქმეა, ჩემი სიკეთისა და ჩემი კაცთმოყვარეობისა. რადგან შენი საქმეები არასოდეს კმარა სასჯელისგან გასათავისუფლებლად, თუ მათ ჩემი კაცთმოყვარეობა არ დაემატა. და კვლავ: „მიგითავსებ თქუენ“ (). „სახელისა შენისათჳს დაგითმე შენ, უფალო“ (). „დაუთმო სულმან ჩემმან სიტყუასა შენსა. ესავს სული ჩემი უფალსა“ (). სხვა ამბობს: „შენი რჯულის გამო“. კიდევ სხვა კი: „რათა შენი სიტყვა შეცნობილიყო“. ხოლო რასაც ამბობს, ეს არის: შენი კაცთმოყვარეობის გამო, შენი რჯულის გამო ველოდი ცხონებას; რადგან ჩემსას რომ შემეხედა, დიდი ხნის წინ სასოს წავიკვეთდი, დიდი ხნის წინ უიმედობაში ჩავვარდებოდი; ახლა კი, შენს რჯულსა და შენს სიტყვას რომ ყურად ვიღებ, კეთილი სასოება მაქვს.

რომელი სიტყვით? კ...

სრულად ნახვა