მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ესაია 48:12

11. ჩემი თავისთვის, ჩემი თავისთვის ვაკეთებ ამას, რადგან როგორ შევალახვინო ჩემი სახელი? ჩემს დიდებას სხვას არ მივცემ.12. მისმინე, იაკობ და ისრაელ, ჩემო წოდებულო: ეს მე ვარ, მე ვარ პირველი და მე ვარ უკანასკნელიც.13. ჩემმა ხელმა დააფუძნა მიწა და ჩემმა მარჯვენამ გადაჭიმა ცა. მოვუხმობ მათ და ერთად დადგებიან.
ესაია თავი 48
12. მისმინე, იაკობ და ისრაელ, ჩემო წოდებულო: ეს მე ვარ, მე ვარ პირველი და მე ვარ უკანასკნელიც.
სააღდგომო ეპისტოლე 2001 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II

ყოვლადსამღვდელონო, მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ღვთივკურთხეულნო, ღვთივრჩეულნო შვილნო საქართველოს წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიისა, უფალი მოგვმართავს თითოეულ ჩვენგანს და გვეუბნება:

„მოიწია ჩემმა დრომ; შენთან ვყოფ პასექს ჩემს მოწაფეებთან ერთად“ ().

მკვიდრნო ივერიისა და სამშობლოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, განიხარეთ, რამეთუ

ქ რ ი ს ტ ე ა ღ ს დ გ ა !

„ჰოი, პასექო, დიდო და დიდებულო, ქრისტე! ჰოი, სიბრძნეო და სიტყვაო და ძალო, მომეც ჩვენ უსრულესი მოღება მადლთა შენთა დაუღამებელსა მას დღესა სუფევისა შენისასა“ (ტროპარი, პასექის IX გალობა).

აღდგომა ქრისტესი უდიდესი საიდუმლოა, რომლის ჭეშმარიტ სიღრმეს ვერასოდეს შეიცნობს ადამიანის გონება. ეს არის საიდუმლო ჩვენი გამოსყიდვისა და გადარჩენისა;

დღეს ზეიმობს ცა და მიწა, რადგან თავისი აღდგომით მაცხოვარმა სიკვდილი დასთრგუნა. „სადა არს, სიკვდილო, საწერტელი შენი, სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაი შენი?“ ().

შეიმუსრა ქვესკნელი, დაემხო ბოროტების ტახტი, იხარებენ მართალნი და...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის