მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ესაია 48:13

12. მისმინე, იაკობ და ისრაელ, ჩემო წოდებულო: ეს მე ვარ, მე ვარ პირველი და მე ვარ უკანასკნელიც.13. ჩემმა ხელმა დააფუძნა მიწა და ჩემმა მარჯვენამ გადაჭიმა ცა. მოვუხმობ მათ და ერთად დადგებიან.14. შეიკრიბენით ყველანი და ისმინეთ: ვინ გამოაცხადა მათ შორის ეს ამბები? უფალმა შეიყვარა იგი. აასრულებს თავის ნება-სურვილს ბაბილონზე და ქალდეველებზე შემართავს მკლავს.
ესაია თავი 48
13. ჩემმა ხელმა დააფუძნა მიწა და ჩემმა მარჯვენამ გადაჭიმა ცა. მოვუხმობ მათ და ერთად დადგებიან.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 8-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
6. ხილული ქმნილება და ადამიანისადმი განგება:

...ესწავლათ. ამიტომ მისი მამაც, იუდეველებთან მუდამ საუბრისას, არ ამბობს: „მე შევქმენი ანგელოზები და ქერუბიმები“, არამედ: „გარდავართხ ცაჲ მარტომან“ (); „ჴელმან ჩემმან დააფუძნა ქუეყანაჲ და მარჯუენემან ჩემმან დაამყარა ცაჲ“ (); და სიტყვას ყოველთვის ხილულ საგნებზე წარმართავს, რადგან ყოველივეს მსმენელთა ცხონებისთვის განაგებს. რადგან, უფრო უხეშნი რომ იყვნენ, მათ ხილული უფრო წარმართავდა, ვიდრე უხილავი.

ამიტომ პავლეც, როცა შედის და ხალხს მიმართავს, მუდამ ხილული ქმნილებიდან იწყებს შესავალს და ამბობს: „რომელმან ქმნა ცაჲ და ქუეყანაჲ, ზღუაჲ და ყოველი, რაჲ არს მათ შინა“ (); და სიტყვას ყოველთვის წლიური წვიმებიდანაც და ადამიანთა მოდგმიდანაც წარმართავს. რადგან თუ ვიტყვი, რომ მან ქერუბიმები შექმნა, ორგვარი დასაბუთება დამჭირდება: რომ ქერუბიმები არსებობენ და რომ მან შექმნა; ხილულთა შემთხვევაში კი იძულებული ვარ მხოლოდ ის დავამტკიცო, რომ მან შექმნა. ამიტომ სიტყვაც უფრო...

სრულად ნახვა