...გითხარი, რათა არ გეთქვა: ჩემმა კერპებმა მიყო ეს, და ქანდაკებულმა და ჩამოსხმულმა ეს მოამზადა“** ()1. „არც იცოდი და არც გსმენია“ ()2. მაშ, რადგან, როგორც ვთქვი, დამოწმებიდანაც ჩანს, ისინი ამ ყველაფერს კერპებს აკუთვნებდნენ, წინასწარმეტყველება წინ უსწრებს, ამ ცდომილებას აუქმებს და მრავალი წლით ადრე ხმამაღლა აუწყებს მოსახდენს. მაგრამ რადგან ამის შემდეგაც მოსალოდნელი იყო, რომ უმადურნი იტყოდნენ: „წინასწარ არ გითქვამთ, წინასწარ არ მოგვისმენია, ახლა, აღსრულების შემდეგ, თხზავთ; ხომ არ იცოდით, რა მოხდებოდა; საიდან ჩანს, რომ ეს წინასწარ იყო ნათქვამი?“ იხილე, როგორ ცხადად უმზადებს მათ გარდაუვალ მხილებას და ურცხვ ბაგეებს უკერავს. ღმერთი მხოლოდ სიტყვიერ თქმას კი არ აკმაყოფილებს, არამედ ბრძანებს, რომ ნათქვამი ქარტაზეც დაიწერო...
ესაია 48:8
7. ახლა ასრულდნენ ისინი და არა წინათ; დღემდე არაფერი გსმენიათ მათზე, რომ არ თქვათ: აჰა, ხომ ვიცოდიო.8. არც გსმენია და არც იცოდი, აქამდე ყურიც არ გქონია გახსნილი; რადგან ვიცოდი, რომ ღალატს ჩაიდენდი და შემცოდე გერქვა დედის მუცლიდანვე.9. ჩემი სახელის გულისათვის ვაყოვნებ რისხკას და ჩემი დიდებისათვის გარიდებ მას, რომ არ მოგსპო.
ესაია თავი 48