მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ესაია 5:25

24. როგორც ცეცხლის ენა ჭამს ჩალას და ალი ბუგავს თივას, ასე ჩალპება მათი ფესვი და გაცამტვერდება მათი ყვავილი, რადგან შეიძულეს ცაბაოთ უფლის რჯული და ისრაელის წმიდის შეგონება არად ჩააგდეს.25. ამიტომ აინთო უფლის რისხვა თავისი ხალხის მიმართ, ხელი მოუღერა მათ და დაჰკრა, შეიძრნენ მთები და მათი გვამები ნაგავივით ეყარა ქუჩებში; მაინც არ დაცხრა მისი რისხვა და კვლავ მოღერებულია მისი ხელი.26. შორიდან აღუმართავს დროშას ხალხებს, სტვენით მოუხმობს ქვეყნის კიდიდან და ისიც ქარის უსწრაფესად გაჩნდება.
ესაია თავი 5
25. ამიტომ აინთო უფლის რისხვა თავისი ხალხის მიმართ, ხელი მოუღერა მათ და დაჰკრა, შეიძრნენ მთები და მათი გვამები ნაგავივით ეყარა ქუჩებში; მაინც არ დაცხრა მისი რისხვა და კვლავ მოღერებულია მისი ხელი.
ესაიას განმარტება, თავი 5
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„უქო შეყუარებულსა ქება საყვარელისა ვენაჴსა ჩემსა“ ().

1.

მწუხარებით შეაშინა, კეთილით გაახარა, მრავალგვარი მკურნალობა აღასრულა და ახლა სიტყვა კვლავ სხვა დასაწყისისკენ მიჰყავს, ისეთი დასაწყისისკენ, რომელიც წინასწარმეტყველების შესავალს ჰგავს. როგორც დასაწყისში აუწყა მათთვის მომხდარი ღვთის ქველმოქმედებანი და თქვა: „ძენი ვშვენ და აღვამაღლენ“ (), შემდეგ კი მათ მიერ გაბედულად ჩადენილ ურჯულოებებს ამატებდა: „ხოლო მათ შეურაცხ-მყვეს მე“ () და „ისრაჱლმან მე არა მიცნა და ერმან ჩემმან მე არა გულისხმა-მყო“ (), ასევე აქაც სხვა სიტყვებით, მაგრამ იმავე აზრებით იმავეს აჩვენებს, რაც ადრე თქვა. მაგრამ რატომ უწოდებს იგი ბრალდებას გალობას, როცა ბრალის დადებას აპირებს? მოსემ კი მარიამთან ერთად ეს მართებულად გააკეთა, რადგან...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის