მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ესაია 50:4

3. მე ვმოსავ ცას წყვდიადით და ჯვალოს ვაფარებ მოსასხამად.4. უფალმა ღმერთმა მომცა სწავლულთა ენა, რომ შემეძლოს დამაშვრალის სიტყვით გამხნევება. ის აღვიძებს, ყოველი დილით აღვიძებს ჩემს ყურს, რომ მესმოდეს, როგორც სწავლულებს ესმით.5. უფალმა ღმერთმა გამიხსნა სასმენელი და მე არ გავურჩებულვარ, უკან არ მივქცეულვარ.
ესაია თავი 50
4. უფალმა ღმერთმა მომცა სწავლულთა ენა, რომ შემეძლოს დამაშვრალის სიტყვით გამხნევება. ის აღვიძებს, ყოველი დილით აღვიძებს ჩემს ყურს, რომ მესმოდეს, როგორც სწავლულებს ესმით.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თავი გ̂. საღმრთოჲსა სულისა წმიდისა მოსლვისათჳს, რომელი იქმნა მორწმუნეთა ზედა დღესა მეერგასესა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და აღივსო ყოველი იგი სახლი, სადა იყვნეს მსხდომარე (2,2).:

...რომელ არს მამაჲ იშვების ძე, რომელ არს სიტყუაჲ გუამოვანი, და გამოვალს სული, რომელი-იგი მამისაგან გამოვალს და ძისა მიერ მიეცემის კაცთა, რომელი აწ ენებითა ცეცხლისაჲთა მიეცა მოციქულთა, რამეთუ ვეცხლ გამოჴურვებულ არს ენაჲ მართლისაჲ. ამისთჳს ჴმობს: "უფალმან მცეს მე ენაჲ სწავლულებისაჲ, რაჟამს-იგი ჯერ-არნ თქუმაჲ სიტყჳსაჲ" ().

და დაადგრა თითოეულად კაცად-კაცადსა მათსა ზედა და აღივსნეს ყოველნი სულითა წმიდითა და იწყეს სიტყუად უცხოთა ენათა, ვითარცა სული იგი მისცემდა მათ სიტყუად (2,3-4).

თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: "და დაჯდა თითოეულად კაცად-კაცადსა მათსა ზედა", რაჲთა აჩუენოს, ვითარმედ ყოველი კაცი, რომელი ერთგულებით ჰმონებდეს ღმერთსა, საყდარ მისსა არს ქერობინებრ, ვითარცა მის შორის განმსუენებელი ნებისა ღმრთისაჲ. ხოლო რაჲსათჳს არა პირსა მათსა შევიდა, რომელთა-იგი მისცემდა ენათა ცეცხლისათა, არამედ თავსა ზედა მათსა დაჯდა? — ამისთჳს, რაჲთა არა ჰგონონ, ვითარმედ თავით თჳსით იტყჳან, რასა-იგი იტყჳან, და ვითარცა წყალნი იგი ზეცით გარდამომავალნი უპირატეს უკუე თავსა ზედა მთათა მაღალთასა იწყებენ და მიერ ღელეთა და ჴევთა მიმართ მოიწევიან, ეგრეთვე სული იგი მთავრობისაჲ პირველად თავსა ზედა დაჯდა, რომელ არს სამთავროჲ გონებისაჲ, და მიერ, ვითარცა მთით მაღლით, განეზავა...

სრულად ნახვა