მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ესაია 51:2

1. მისმინეთ, სიმართლის მადევარნო, უფლის მძებნელნო! შეხედეთ კლდეს, საიდანაც ხართ გამოკვეთილნი, და ორმოს ღრმულს, საიდანაც ხართ ამოთხრილნი!2. შეჰედეთ აბრაამს, თქვენს მამას, და სარას, თქვენს მშობელს, რადგან როცა ერთი იყო, მაშინ მოვუწოდე მას, ვაკურთხე და გავამრავლე.3. რადგან ანუგეშებს უფალი სიონს, ანუგეშებს ყოველ მის ნაოხარს; სამოთხედ გადააქცევს მის უდაბნოს და უფლის ბაღად მის ტრამალს, სიხარული და შვება გაჩნდება იქ, სამადლობელი და გალობის ხმები.
ესაია თავი 51
2. შეჰედეთ აბრაამს, თქვენს მამას, და სარას, თქვენს მშობელს, რადგან როცა ერთი იყო, მაშინ მოვუწოდე მას, ვაკურთხე და გავამრავლე.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 115-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. ღვთის აღთქმათა რწმენით მიღება:

...ეთ და მთხრებლად მღჳმესა, რომელი აღმოჰჴნარცუეთ.“** (). და კვლავ: „მიხედენით აბრაჰამის მიმართ, მამისა თქუენისა, და სარრა მლმობელისა თქუენისა, რამეთუ ერთი იყო და უწოდე მას, და ვაკურთხე იგი, და შევიყვარე იგი და განვამრავლე იგი.“ ().

რასაც იგი ამბობს, ამგვარია: განა ბარბაროსი არ იყო აბრაამი? განა უშვილო და ასაკით წინ წასული არ იყო? განა ისეთი ცოლი არ ჰყავდა, რომელიც ასაკის გამოც და ბუნების გამოც შვილის შობისთვის უვარგისი იყო? განა მისი საქმე ყოველმხრივ უიმედოდ არ ჩანდა? მერე რა მოხდა? განა იმ ერთისგან — უშვილოსა და მოხუცებულისგან — მთელი ქვეყნიერება არ ავავსე? მაშ, რატომ შფოთავთ? თუ ერთისგან მთელი ქვეყნიერების ავსება შევძელი, მით უმეტეს თქვენგან, მცირერიცხოვანთაგან, იერუსალიმს ავავსებ. ამიტომ ამბობს: **„მიხედენით მყარი...

სრულად ნახვა