ესაია 54:2
1. გაიხარე, ბერწო, უშობელო! სიხარულით აყიჟინდი, სალმობის განუცდელო! რადგან მიტოვებულს მეტი შვილები ეყოლება, ვიდრე გათხოვილს, ამბობს უფალი.2. გააფართოვე შენი კარვის ადგილი და გადაჭიმონ შენი ჩარდახების გადასახურავნი. ნუ დაინანებ, დააგრძელე შენი თოკები და გაამაგრე შენი პალოები.3. რადგან მარჯვნივ და მარცხნივ განივრცობი, შენი მოდგმა ხალხებს დაიმკვიდრებს და უკაცრიელ ქალაქებს დაასახლებენ.
ესაია თავი 54