...ასეთი რამ ეკლესიის შესახებაც მოხდა: ბერწი იყო, მაგრამ მრავალი შვილის დედა გახდა. ამიტომაც ამბობს ესაია: „იხარებდ, ბერწი არმშობელი, ღაღადებდ და ჴმობდ, არმლმობელ, რამეთუ მრავალ არიან შვილნი ოჴრისანი უფროს, ვიდრე მქონებელისანი ქმარსა“ (), რითაც წინასწარ აცხადებს, რომ ეს ეკლესიაზეც მოხდება. ამიტომაც ამ ფსალმუნის მთქმელმაც აქ დაასრულა სიტყვა, რადგან წინასწარმეტყველება აქედანაც სარწმუნოდ წარმოაჩინა: უკვე მომხდარი საქმეებიდან და ღვთის დიდებულებიდან. რადგან ყველაფერი, რაც ღმერთმა ინებოს, მისთვის ადვილია აღსასრულებლად. რადგან შეუძლია ბუნების შეცვლაც, სიმდაბლის სიმაღლედ გარდაქმნაც და ზნეთა გამოსწორებაც. ამრიგად, რადგან ეს ყველაფერი ვიცით, ჩვენი მხრივაც ჩვენი წილი შევიტანოთ; მაშინ ყოველგვარი დიდებით დავტკბებით, აღუწერელ სიმაღლეზე ავალთ და ღვთის შეწევით ვისარგებლებთ. ღმერთს ეკუთვნის დიდება და ძალა — მამას, ძეს და სულიწმიდას — აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვ...