მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ესაია 55:3

2. რისთვის ხარჯავთ ვერცხლს, თუ ბურს ვერ შოულობთ? რისთვის შრომობთ, თუ ვერ ძღებით? მე მომისმინეთ და შეჭამთ საუკეთესოს, ნოყიერი საკვებით დაიტკბობთ სულს.3. ყური მომაპყარით და ჩემთან მოდით; მისმინეთ და იცოცხლებს თქვენი სული. დაგიდებთ საუკუნო აღთქმას დავითის მტკიცე სიქველეთა გამო.4. აჰა, დავსვი ხალხების მოწმედ, ხალხების ბელადად და მბრძანებლად.
ესაია თავი 55
3. ყური მომაპყარით და ჩემთან მოდით; მისმინეთ და იცოცხლებს თქვენი სული. დაგიდებთ საუკუნო აღთქმას დავითის მტკიცე სიქველეთა გამო.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თავი კ̂. პავლეს მიერ სწავლაჲ ქრისტესთჳს შესაკრებელსა შინა ჰურიათასა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ხოლო რამეთუ აღადგინა იგი მკუდრეთით, და არღარა ეგულებოდა მიქცევაჲ განსახრწნელად, ესრეთ თქუა, ვითარმედ: "მიგცე თქუენ წმიდაჲ იგი დავითისი სარწმუნოჲ", რომლისათჳს სხუასაცა ადგილსა იტყჳს: "არა სცე წმიდასა შენსა ხილვად განსახრწნელი" (13,34-35).:

...ად აღდგომისა უხრწნელ და უვნებელ ყო ვნებულებაჲ და მიკუდავებაჲ ჩუენი. ამის პირისათჳს შემოიღო მოციქულმან სიტყუაჲ საწამებელი წიგნისაგან ფსალმუნთაჲსა და ესაიაჲსსა. ხოლო ესაიაჲსი ესე სიტყუაჲ დაღაცათუ სამეოცდაათთა და სხუათა თარგმანთაგან ესრეთ გუაქუს ჩუენ: "აღგითქუა თქუენ აღთქუმაჲ საუკუნოჲ, წმიდაჲ იგი დავითისი სარწმუნოჲ" (), არამედ მოციქული ზედა-დაჰრთავს, ვითარმედ: "მიგცე თქუენ", რამეთუ, ვითარცა ჭეშმარიტად ებრაელი, თჳთ თარგმნის ებრაულისგან, და არა ჩუენთა თარგმანთაგან იჴუმევს სიტყუასა. რამეთუ მათგან თარგმნილსა "მიგცე" არა წერილ არს, არამედ მოციქული თჳთ ებრაულისაგან იტყჳს, ვითარმედ: "მიგცე თქუენ წმიდაჲ იგი დავითისი სარწმუნოჲ". ესე იგი არს, ვითარმედ ძუელისა მის შჯულისა აღთქუმაჲ წუთ ჟამისა არს. ამისთჳს საუკუნოჲ აღთქუმაჲ მიგცე თქუენ, იტყჳს უფალი. ხოლო საუ კუნოჲ აღთქუმაჲ არს დავითის მიმართ თქუმული იგი ფიცით, ვითარმედ ნათესავი მისი, რომელ არს ქრისტე, უკუნისამდე ეგოს, და რომელთა ჰრწმენეს იგი, ცხონდენ ცხორებითა საუკუნოჲთა დაუსრულებელად.

რამეთუ დავით ნათესავსა შინა თჳსსა ჰმსახურა და ნებითა ღმრთისაჲთა შეისუენა და შეეძინა მამათა თჳსთა და იხილა განსახრწნელი. ხოლო რომელი-იგი ღმერთმან აღდგინა, არა იხილა განსახრწნელი (13,36-37).

თარგმანი: ვინაჲთგან სიტყუაჲ...

სრულად ნახვა