...რომელი სიტყვით? კაცთმოყვარეობის სიტყვით. რადგან თვითონვეა ის, ვინც ამბობს: „ვითარცა განშორებულ არს ცაჲ ქუეყანისაგან, ეგრეთ განშორებულ არს გზაჲ ჩემი გზათაგან თქუენთა და გაგონებანი თქვენნი გაგონებისაგან ჩემისა“ (). და კვლავ: „რამეთუ რავდენ მაღალ არიან ცანი ქუეყანისაგან, განაძლიერა უფალმან წყალობაჲ მისი მოშიშთა მისთა ზედა“ (). და კვლავ: „რაოდენ განშორებულ არიან აღმოსავალნი დასავალსა, განმაშორნა ჩუენგან უსჯულოებანი ჩუენნი“ (). ესე იგი: არა მხოლოდ მართალმოქმედნი ვიხსენი, არამედ შემცოდეთაც შევიწყალე და თვით შენს შეცოდებათა შორისაც ჩემი შეწევნა და მზრუნველობა ვაჩვენე. სხვა ამბობს: „რათა საშიში იყო, უფალს ველოდი“. ვისთვის საშიში? მტრებისთვის, შეთქმულთათვის, ჩემდამი მტრულად განწყობილთათვის....
ესაია 55:9
8. რადგან ჩემი ზრახვები არ არის თქვენი ზრახვები და ჩემი გზები არ არის თქვენი გზები, ამბობს უფალი.9. რადგან როგორც ცა არის მაღალი მიწაზე, ასევე მაღალია ჩემი გზები თქვენს გზებზე და ჩემი ზრახვები თქეენს ზრახვებზე.10. რადგან როგორც წვიმა და თოვლი ჩამოდის ციდან და უკან არ ბრუნდება, თუ არ მორწყა მიწა, თუ არ აშობინა და არ აღმოაცენებინა, რომ მისცეს თესლი მთესველს და პური მჭამელს,
ესაია თავი 55