...ს საპირისპიროს აკეთებს და უზრუნველობით თავს მხეცებს ამსგავსებს. ამიტომაც საღვთო წერილი, გონებით დაჯილდოებულ ადამიანებს მათი ასეთი საძაგელი ვნებებისთვის უტყვ ცხოველთა სახელებს აძლევს, ხშირად მხეცებისასაც კი. ასე, ხან ძაღლებს უწოდებს მათ, უსირცხვილობისა და თავხედობისთვის: „ძაღლებ უჴმო, ვერშემძლებელნი ყეფად" (); ხან ცხენებს, ავხორცობისთვის: „ცხენებ დედალთმბორგელ იქმნენ, თითოეული ცოლსა მოყუსისა თჳსისასა შეჰჴჳოდა" (); ხან სახედრებს, უგუნურებისა და სისულელისთვის: „ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ" (); ხან ლომებსა და ავაზებს, ხარბობისა და მტაცებლობისთვის; ხან ასპიტებს, ვერაგობისთვის: „გესლი, — ამბობს, — ასპიტთა ბაგეთა მათთა" (); ხან გველებსა და იქედნეებს, შხამიანობისა და ბოროტებისთვის, როგორც ნეტარი იოანეც ღაღადებდა: „ნაშობნო იქედნეთანო, ვინ გიჩუენა თქუენ სივლტოლაჲ მერმისა მისგან რისხვისა" ()? სხვა, ვნებების შესაბამის სახელებსაც აძლევს ადამიანებს, რომ ამით მაინც შერცხვეთ და ოდესმე (ადამიანთათვის) თანდაყოლილ კეთილშობილებას დაუ...
ესაია 56:10
9. ველის მხეცებო და ტყის მხეცებო, ყველანი მოდით და ჭამეთ!10. დარაჯები ბრმები არიან ყველანი, უმეცრები არიან ყველანი; მუნჯი ძაღლები არიან, ყეფა არ შეუძლიათ, თვლემენ, ძირს ყრიან, ძილის მოყვარულნი.11. ხარბი ძაღლები არიან, გაუმაძღარნი. მწყემსებს არაფრის გაგება არა აქვთ, ყველა თავის გზას ადგას, თითოეული თავის კერძ ანგარებას ეძებს.
ესაია თავი 56