მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ესაია 56:7

6. უცხოთა შვილებს, რომლებიც მიეკრნენ უფალს, რომ ემსახურონ უფალს და უყვარდეთ მისი სახელი, რომ იყვნენ მისი მორჩილნი, ყველას, შაბათის უმწიკვლოდ შემნახველს და ჩემი აღთქმის მტკიგედ დამჭერს,7. მივიყვან ჩემს წმიდა მთაზე და ჩემს სამლოცველო სახლში გავახარებ. მათი აღსავლენნი და მათი მსხვერპლნი სასურველი იქნება ჩემს სამსხვერპლოზე, რადგან ჩემს სახლს ყველა ხალხის სამლოცველო სახლი დაერქმევა.8. ამბობს უფალი ღმერთი, გაფანტული ისრაელის შემკრები: კიდევაც შევკრებ და მივუმატებ უკვე შეკრებილებს.
ესაია თავი 56
7. მივიყვან ჩემს წმიდა მთაზე და ჩემს სამლოცველო სახლში გავახარებ. მათი აღსავლენნი და მათი მსხვერპლნი სასურველი იქნება ჩემს სამსხვერპლოზე, რადგან ჩემს სახლს ყველა ხალხის სამლოცველო სახლი დაერქმევა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და შევიდა იესუ ტაძარსა მას და გამოასხა ყოველი განმსყიდელი და ყოველი, რომელი იყიდდა ტაძარსა მას შინა, და ტაბლები იგი მეკერმეთაჲ მათ დაამჴუა. და ჰრქუა მათ: წერილ არს: სახლსა ჩემსა სახლ სალოცველ ეწოდოს; ხოლო თქუენ გიყოფიეს იგი ქუაბ ავაზაკთა“ (21,12-13).:

...თა მათ ვაჭრობათაგან. ხედვიდეს სასწაულთა მათ ურიცხუთა და წინააღმდგომად ღმრთისა ეტყოდეს წინააღმდგომნი იგი ჭეშმარიტებისანი; ესმოდეს სიტყუანი წინაჲსწარმეტყუელთანი და ყრმათა ღაღადებაჲ, და უფიცხეს ქვათა იყვნეს გულნი მათნი.

ამისთჳს უფალმან სიტყუანი ესაიაჲსნი აღუჴსენნა: „წერილ არსო: სახლსა ჩემსა სახლ სალოცველ ეწოდოს; ხოლო თქუენ გიყოფიეს იგი ქუაბ ავაზაკთა“ .

და არა ამათ ხოლო სიტყუათა მიერ აჩუენა ჴელმწიფებაჲ თჳსი, არამედ კურნებითაცა თითოფერთა სენთაჲთა, ვითარცა იტყჳს მახარებელი:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მოუჴდეს მას ბრმანი და მკელობელნი ტაძარსა მას შინა, და განკურნნა იგინი“ (21,14).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ძალი და ჴელმწიფებაჲ თჳსი უჩუენა, რაჲთა ყოვლით კერძო უსიტყუელ იყვნენ, ხოლო იგინი უკეთურებასავე ზედა თჳსსა ეგნეს. ხედვიდეს სასწაულთა მათ ურიცხუთა და ესმოდა ღაღადებაჲ იგი ყრმათაჲ და შეიშთვებოდეს შურისაგან, ვითარცა ესერა გუესმა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა იხილეს მღდელთმოძღუართა მათ და მწიგნობართა, რომელი-იგი ქმნნა იესუ სასწაულნი, და ყრმები იგი, რომელ ღაღადებდა ტაძარსა მას შინა და იტყოდეს: ოსანა ძესა დავითისსა, განრისხნეს და ჰრქუეს მას: გესმისა, რასა-ესე იტყჳან?“ (21,15-16).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე უმეტესად ქრისტეს შეჰგვანდა თქუმად მათდა, ვი-თა...

სრულად ნახვა