მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ესაია 57:15

14. თქვა: გატკეპნეთ, გატკეპნეთ, გზა გაამზადეთ! მოაშორეთ ბორკილი ჩემი ხალხის გზას!15. რადგან ასე ამბობს მაღალი და აღზევებული, მარადმსუფევი და წმიდასახელიანი: მე ვსუფევ მაღალში და სიწმიდეში, მაგრამ მე ვარ ტანჯულთანაც და სულით გლახაკთან, რათა ცხოველვყო გლახაკთა სული და ცხოველვყო ტანჯულთა გული.16. რადგან საუკუნოდ არ ვიქნები დამუქრებული და სამუდამოდ არ ვიქნები განრისხებული, რადგან ჩემგნით არის სული ხორცშესხმული და სამშვინველნი მე შევქმენი.
ესაია თავი 57
15. რადგან ასე ამბობს მაღალი და აღზევებული, მარადმსუფევი და წმიდასახელიანი: მე ვსუფევ მაღალში და სიწმიდეში, მაგრამ მე ვარ ტანჯულთანაც და სულით გლახაკთან, რათა ცხოველვყო გლახაკთა სული და ცხოველვყო ტანჯულთა გული.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 146-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. ქების სარგებელი და განბნეულთა შეკრება:

...ტოვებს და მისთვის ჩვეულს არ დატოვებს. ასევე პავლეც ამბობს: „არამედ რომელმან-იგი ნუგეშინის-სცის მდაბალთა, ნუგეშინის-მცა ჩუენ“ (). და კვლავ: „სულმოკლეთა მიმცემელი სულგრძელებისა“ (). და იგივე წინასწარმეტყველი სხვაგან ამბობს: „გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს“ (). ამიტომ, როცა ნუგეშის მიღება გსურს, თავი დაიმდაბლე და შენი გონება შემუსრე.

ეს მისი ნებისა, სახიერებისა და კაცთმოყვარეობის შესახებ ითქვა: მისი საქმეა გასაჭირში მყოფთა ნუგეშისცემა. შემდეგი კი მის ძალაზეა. „რომელმან აღრაცხის სიმრავლე ვარსკულავთა“ (), ანუ: ვინც მათი რიცხვი იცის. რადგან საუბარი განბნეულ სიმრავლეზე იყო, რომელიც ჯერ არსად ჩანდა, წინასწარმეტყველმა ეს მაგალითი სათანადოდ მოიყვანა, რათა ამით ეჩვენებინა, რომ ღმერთს განბნეულთა შეკ...

სრულად ნახვა