...ნაო“** (). ამიტომ, რადგან მასზე განუწყვეტლივ ამბობდნენ, რომ სამსჯავრო პაექრობაში დგება, ეს აზრი უგრძნობელთა შორისაც მკვიდრდებოდა. რადგან ზოგიერთი იუდეველიც ამბობდა: „ვიმარხეთ და არა იხილე“ (); და: „ყოველი მოქმედი ბოროტთაჲ კეთილ წინაშე უფლისა“ (); და: „აღეშენებიან მოქმედნი უსჯულოთანი“ () და „ჩუენ ვჰნატრით უცხოთა“ (); და: „არა მართალ არს გზაჲ უფლისაჲ“ (). ნეტარი იობიც, როდესაც იმ განსაცდელში ჩავარდა, ამას იუდეველთა მსგავსი განწყობით არ ამბობდა, არც რამე ამგვარს გულისხმობდა, ნუმც ყოფილა! თუმცა მაინც ამბობდა: „იყო ხოლო თუმცა ვინ შუამდგომელ და მამხილებელ და რომელმანცა ისმინა შორის ჩუენსა“ (). „განმაშორენ ჩემგან კუერთხი მისი და შიში მისი ნუ შემაძრწუნებნ მე“ ()....
ესაია 58:3
2. ყოველდღე მეძებენ მე და ჩემი გზების გაგება სურთ იმ ხალხის მსგავსად, სიმართლით რომ იქცევიან და თავიანთი ღმერთის სამართალს არ ივიწყებენ; მართალს სამართალს მეკითხებიან და ღმერთთან სიახლოვე სურთ.3. რისთვის ვმარხულობთ, თუკი არ გვხედავ? რისთვის ვიტანჯავთ თავს, თუკი არ გვამჩნევ? აჰა, მარხვის დროს სიამეს ეძებთ და ყოველგვარ ჟინს იკლავთ.4. აჰა, მარხულობთ, რომ იდავოთ და იშუღლოთ, და ბოროტად ურტყათ მუშტები, არ მარხულობთ როგორც დღეს, რათა ცას მისწვდეს თქვენი ხმა.
ესაია თავი 58