მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ესაია 6:10

9. თქვა: წადი და უთხარი მაგ ხალხს: სმენით მოისმენთ, მაგრამ ვერ გაიგებთ; ხილვით თხილავთ, მაგრამ ვერ მიხვდებით.10. უგრძნობს გახდი მაგ ხალხის გულს, სასმენელთ დაუმძიმებ და სახედველთ აუხვევ, რომ თვალით ვერ ხედავდეს, ყურით ვერ ისმენდეს, გულით ვერ ხვდებოდეს, რომ არ მოიქცეს და არ განიკურნოს.11. ვთქვი: როდემდის, უფალო? თქვა: ვიდრე ქალაქები უმკვიდროდ არ გადაშენდება, სახლები არ გაუკაცრიელდება და მიწა არ გაუდაბურდება.
ესაია თავი 6
10. უგრძნობს გახდი მაგ ხალხის გულს, სასმენელთ დაუმძიმებ და სახედველთ აუხვევ, რომ თვალით ვერ ხედავდეს, ყურით ვერ ისმენდეს, გულით ვერ ხვდებოდეს, რომ არ მოიქცეს და არ განიკურნოს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ესაიას განმარტება, თავი 6
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
5.:

...ელნი ხედავთ და არა იხილოთ,“** (). „რამეთუ განზრქნა გული ერისა ამის და ყურითა მათითა მძიმედ ისმინეს და თვალნი მათნი დაიწუხნეს, ნუუკუე და იხილონ თვალითა, და ყურითა ისმინონ, და გულითა გულისხმა-ყონ, და მოიქცენ და განვკურნნე იგინი“ ()5. ვფიქრობ, ეს სიტყვები განმარტებასაც არ საჭიროებს, რადგან ისინი უკვე წინასწარ განმარტეს მათ, ვინც ეს ზედმიწევნით იცოდნენ: იოანემ, ძემ ქუხილისამ, და პავლემ, ძველისა და ახლის ზედმიწევნით მცოდნემ. პავლე რომში საჯაროდ მიმართავდა მათ, ვინც კი შეიკრიბნენ, მაგრამ შემდეგ განუდგნენ და ნათქვამის მოსმენა ვერ აიტანეს, და ამბობდა: „კეთილად იტყოდა სული წმიდაჲ“ (): „სმენით გესმოდის და არა გულისჴმა-ჰყოთ“ (). ხოლო ძე ქუხილისა, როცა ისინი სასწაულებს ხედავდნენ და არ სწამდათ, სწავლებებს ისმენდნენ და ყურადღებას არ აქცევდნენ (რადგან ქრისტემ ლაზა...

სრულად ნახვა