მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ესაია 6:12

11. ვთქვი: როდემდის, უფალო? თქვა: ვიდრე ქალაქები უმკვიდროდ არ გადაშენდება, სახლები არ გაუკაცრიელდება და მიწა არ გაუდაბურდება.12. გადახვეწავს ადამიანებს უფალი და დიდი უდაბურება დასადგურდება ქვეყანაში.13. კიდევ მეათედი დარჩება მათგან და ისიც გადაიბუგება. მაგრამ როგორც მოჭრილ ბელეკონს და მუხას რჩება ძირი, ასევე წმიდა მოდგმა იქნება მათი ძირი.
ესაია თავი 6
12. გადახვეწავს ადამიანებს უფალი და დიდი უდაბურება დასადგურდება ქვეყანაში.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ესაიას განმარტება, თავი 6
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
6.:

...ენ ქალაქნი არდამკვიდრებითა და სახლნი არყოფითა კაცთათა. და ქვეყანაჲ დატევებულ იქმნეს ოჴრად“** (). „და ამისთვის შემდგომად განაგრძობს ღმერთი კაცთა, და განმრავლდენ დაშთომილნი ქვეყანასა ზედა. და მერმეცა მას ზედა არს ათეული“ (). „და კუალად იყოს წარსატყუენველ, ვითარცა ბელეკუნი, და, ვითარცა რკოჲ, ოდეს გამოვარდეს ბუდისაგან მისისა“ (). „ტომ წმიდა იქმნეს, რომელნი დაადგინნეს მას შინა“ (). როცა ის წინასწარმეტყველება დაასრულა, სიტყვა კვლავ ისტორიაზე გადაჰყავს: წინასწარ აცხადებს ათი ტომის დაპყრობას, აგრეთვე იმ სულგრძელებას, რომელიც იმ ტყვეობის გამო ორი ტომის მიმართ იქნა გამოვლენილი; შემდეგ კი თვით ამ ორი ტომის გადასახლებასაც, რადგან მათ სულგრძელება არაფერში გამოიყენეს, როგორც საჭირო იყო; და ბოლოს, იმ კეთილდღეობასაც, რომელიც ნაშთისგან კვლავ აენთებათ.

როდესაც ამბობს: **„ვიდრემდისცა მოოჴრდენ ქალაქნი არდამკვიდრებით...

სრულად ნახვა