მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ესაია 63:1

1. ეს ვინ არის, ედომიდან რიამ მოდის, ბოცრადან - მეწამულით მოსილი? ეს ვინ არის თავისი ბრწყინვალე სამოსელით, თავისი ძალის სიდიადით მომავალი? ეს მე ვარ, სიმართლის მეტყველი, ხსნის შემძლებელი!2. რატომ არის წითელი შენი ტალავარი და შენი სამოსელი საწნახელში დაწურულივით?
ესაია თავი 63
1. ეს ვინ არის, ედომიდან რიამ მოდის, ბოცრადან - მეწამულით მოსილი? ეს ვინ არის თავისი ბრწყინვალე სამოსელით, თავისი ძალის სიდიადით მომავალი? ეს მე ვარ, სიმართლის მეტყველი, ხსნის შემძლებელი!

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 44-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
7. მარჯვენის საკვირველება და ქრისტეს საყდარი:

...რადგან ისინი უგუნურებისაგან, ამაო ზვაობისაგან და დემონთა ცდომილებისაგან გაათავისუფლა და თავის თავს დაუმორჩილა.

ასევე სხვა წინასწარმეტყველიც მას სისხლით შეღებილად აჩვენებს, როდესაც ასე ამბობს: „ვინ არს ესე მომავალი ედომით გამო, სიმეწამულე სამოსელთა მისთა ბოსორით გამო?“ (). იქ არსად არის იარაღი, არც მშვილდები და ისრები, არამედ სამოსლები. გამოთქმა კი უფრო გრძნობადია, თუმცა ამაზე უფრო დახვეწილიც; მაინც, ამ გრძნობადობაშიც, იქაც წინასწარმეტყველი სიტყვას ნელ-ნელა უსხეულო აზრებამდე აღამაღლებს. რადგან როდესაც წინასწარმეტყველი კითხულობს, საიდან არის სამოსლები წითელი, ამბობს: „საწნეხელი დავთრგუნე მარტომან“ (), რითაც გამარჯვების სიმარტივეს აჩვენებს და იმას, რომ არავინ ჰყავდა შემწედ, არამედ თვითონ თავის თავს ეყო. რადგან როგორც აქ ამბობს: „და გიძღოდის შენ საკჳრველად მარჯუენე შენი“ (), ასევე იქაც: „საწნეხელი დავთრგუნე მარტომან“ (...

სრულად ნახვა