მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ესაია 63:3

2. რატომ არის წითელი შენი ტალავარი და შენი სამოსელი საწნახელში დაწურულივით?3. მე მარტო ვწურავდი ღვინოს და ხალხთაგან არავინ იყო ჩემთან. ვწურავდი ჩემი რისხვისას და ვწნეხავდი ჩემი მძვინვარებისას, და მისი სისხლი მოესხურა ჩემს სამოსელს და შევბღალე ჩემი ტალავარი.4. რადგან შურისგების დღე ჩემს გულშია და ჩემ გამოსყიდულთა წელიწადი დამდგარია.
ესაია თავი 63
3. მე მარტო ვწურავდი ღვინოს და ხალხთაგან არავინ იყო ჩემთან. ვწურავდი ჩემი რისხვისას და ვწნეხავდი ჩემი მძვინვარებისას, და მისი სისხლი მოესხურა ჩემს სამოსელს და შევბღალე ჩემი ტალავარი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 44-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
7. მარჯვენის საკვირველება და ქრისტეს საყდარი:

...გამოთქმა კი უფრო გრძნობადია, თუმცა ამაზე უფრო დახვეწილიც; მაინც, ამ გრძნობადობაშიც, იქაც წინასწარმეტყველი სიტყვას ნელ-ნელა უსხეულო აზრებამდე აღამაღლებს. რადგან როდესაც წინასწარმეტყველი კითხულობს, საიდან არის სამოსლები წითელი, ამბობს: „საწნეხელი დავთრგუნე მარტომან“ (), რითაც გამარჯვების სიმარტივეს აჩვენებს და იმას, რომ არავინ ჰყავდა შემწედ, არამედ თვითონ თავის თავს ეყო. რადგან როგორც აქ ამბობს: „და გიძღოდის შენ საკჳრველად მარჯუენე შენი“ (), ასევე იქაც: „საწნეხელი დავთრგუნე მარტომან“ (). რადგან როგორც საწნახელში მდგომისთვის ადვილია მტევნების დაჭყლეტა, ასევე ადვილია ღმერთისთვის იმის აღსრულება, რაც ინება; უფრო სწორად, ასე თქმაც კი საკმარისი არ არის — ღმერთისთვის ეს ბევრად უფრო ადვილია.

„საყდარი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდე“ (). „კუერთხი განგებისა და კუერთხი სუფევისა შენისა“ (...

სრულად ნახვა