მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ესაია 66:24

23. მაშინ იქნება, რომ ახალი მთვარიდან ახალ მთარემდე, შაბათიდან შაბათამდე, მოვა ყოველი ხორციელი ჩემს წინაშე სათაყვანოდ, ამბობს უფალი.24. გამოვლენ და იხილავენ ჩემი შემცოდე ხალხის გვამებს, რადგან მათი მატლი არ მოკვდება და მათი ცეცხლი არ ჩაქრება. და შესაზიზღი იქნებიან ყოველი ხორციელისთვის.
ესაია თავი 66
24. გამოვლენ და იხილავენ ჩემი შემცოდე ხალხის გვამებს, რადგან მათი მატლი არ მოკვდება და მათი ცეცხლი არ ჩაქრება. და შესაზიზღი იქნებიან ყოველი ხორციელისთვის.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 136-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. ტყვეობის გლოვა და იერუსალიმის ხსოვნა:

...მთხვევა, როცა ზენა იერუსალიმიდან განვარდებიან. მაგრამ მათ, როცა განვარდნენ, დაბრუნების სასოება ჰქონდათ; ჩვენ კი, თუ განვვარდით, კვლავ დაბრუნებას ვეღარ შევძლებთ. რადგან ამბობს: „მატლი მათი არა დაესრულოს, და ცეცხლი მათი არა დაშრტეს“ (). ამიტომ უფრო მეტი სიზუსტით უნდა მივაქციოთ ყურადღება ჩვენსავე საქმეებს და აწინდელი ცხოვრება ისე განვაგოთ, რომ არ გავხდეთ ტყვეები, არც იმ დედაქალაქისგან გაუცხოებულნი და არც მისთვის უცხონი.

„მოიჴსენენ, უფალო, ძენი ედომისნი და დღე იგი იერუსალჱმისა, რომელნი იტყოდეს: დაარღჳეთ, დაარღჳეთ მისაფუძვლადმდე მისა!“ (). სხვა თარგმანი ამბობს: „ედომის ძეთათვის“. ეს სიტყვაც იმ ადამიანებს ეკუთვნის, რომლებიც ქალაქის სიყვარულით იწვიან. ხოლო რასაც ამბობენ, ეს არის: სამართალი მოსთხოვე მათ, ვინც ქალაქის აღებაზე გაჩერება არ ინებეს, არც ნგრევით დაკმაყოფილდნენ, არამედ თ...

სრულად ნახვა