მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ესაია 66:8

7. ვიდრე ასტკივდებოდა, დაბადა; ვიდრე კრუნჩხვა დაემართებოდა, ვაჟი გააჩინა.8. ვის სმენია ასეთი ამბავი, ვის უნახავს ასეთი საქმე? თუ შობილა მიწა ერთ დღეში, თუ დაბადებულა ხალხი ერთბაშად, როგორც ასტკივდა სიონს და დაბადა თავისი ვაჟები?9. მე ვარ გამღები საშოსი და როგორ არ ვაშობიებ? ამბობს უფალი. როგორ ჩავკეტავ, როცა მე ვარ მამშობიარებელი? ამბობს შენი ღმერთი.
ესაია თავი 66
8. ვის სმენია ასეთი ამბავი, ვის უნახავს ასეთი საქმე? თუ შობილა მიწა ერთ დღეში, თუ დაბადებულა ხალხი ერთბაშად, როგორც ასტკივდა სიონს და დაბადა თავისი ვაჟები?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თავი გ̂. საღმრთოჲსა სულისა წმიდისა მოსლვისათჳს, რომელი იქმნა მორწმუნეთა ზედა დღესა მეერგასესა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და რომელთა-იგი სიხარულით შეიწყნარეს სიტყუაჲ მისი, ნათელ-იღეს, და შეეძინნეს მას დღესა შინა სულნი ვითარ სამ ათასნი ოდენ (2,41).:

...და შეეძინნეს მას დღესა შინა სულნი ვითარ სამ ათასნი ოდენ (2,41).

თარგმანი: იხილე, ვითარ ერთითა წარმოთქუმითა არწმუნა ესოდენთა სულთა მხიარულებით აღრჩევაჲ ნათლის-ღებისაჲ, რაჲთა სრულ იქმნეს წინაჲსწარმეტყუელებაჲ ესაიაჲსი, ვითარმედ: "უკუეთუ ელმოდა ერთ დღე დედაკაცსა მუცელ-ქუმულსა და უკუეთუ იშვა ყოველი ნათესავი ერთბამად" (). ხოლო სამობაჲ ესე ათასეულთა ამათ ერთ-გზის ნათელღებულთაჲ გამომსახველ იყო ძალსა წმიდისა სამებისა ერთარსებისა და სამგუამოვნებისასა.

და იყვნეს განკრძალულ მოძღურებასა მას მოციქულთასა და ზიარებასა და განტეხასა პურისასა და ლოცვასა (2,42).

თარგმანი: ესევითარი უჴმს შეცვალებაჲ ცხორებისაჲ ახალ ნათელღებულთა, რაჲთა კრძალულებით ისმენდენ ჴმასა მოძღუართა მათთასა, და, ვითარცა სიწმიდით მყოფნი, სიწმიდით ეზიარებოდინ საიდუმლოთა, და ლიტონისა საზრდელისა მიმღებელ იყვნენ და სამარადისოდ ილოცვიდენ, რაჲთა კეთილად დაიმჳდროს და ყოვლად განისუენოს მათ შორის მადლმან სულისამან.

და იყო ყოველსა ზედა სულსა შიში, და მრავალნი ნიშები და სასწაულები მოციქულთა მიერ იქმნებოდა (2,43).

თარგმანი: შიში იგი იყო სასწაულთა მათთჳს და საკჳრველებათა, რომელნი მოციქულთა მიერ იქმნებოდეს.

ყოველნივე მორწმუნენი იყვნეს ერთბამად, და აქუნდა ყოველივე ზოგად. და დაბნებსა და მონ...

სრულად ნახვა