მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ესაია 7:19

18. იმ დღეს სტვენით მოუხმობს უფალი ბუზებს, ეგვიპტის ჭაობებში რომ არიან, და ფუტკრებს, აშურის ქვეყანაში რომ არიან.19. მოვლენ და შეესევიან გაუდაბურებულ ხეობებს, კლდეთა ნაპრალებს, ყოველ ძეძვნარს და ყოველ საძოვარს.20. იმ დღეს გაუპარსავს ჩემი მეუფე მდინარის გაღმიდან ნაქირავები სამართებლით - აშურის მეფით - თავს და ფეხის ბალანს და წვერსაც მოკვეცავს.
ესაია თავი 7
19. მოვლენ და შეესევიან გაუდაბურებულ ხეობებს, კლდეთა ნაპრალებს, ყოველ ძეძვნარს და ყოველ საძოვარს.
ესაიას განმარტება, თავი 7
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„და იქმნა დღეთა შინა აქაზისთა და იოათამისთა ძისა ოზიასთა, მეფისა იუდაჲსთა“ ().

1.

რაც მრავალჯერ მითქვამს, ამას ახლაც ვიტყვი: ძველად წინასწარმეტყველებები იმისთვის კი არ ხდებოდა, რომ იუდეველებს უბრალოდ მომავალი გაეგოთ, არამედ იმისთვის, რომ როცა ამას შეიტყობდნენ, აქედან სარგებელი მიეღოთ: მუქარის შიშით უფრო გონიერნი გამხდარიყვნენ, სიკეთეთა აღთქმით კი სათნოების საქმეში უფრო გულმოდგინენი, რადგან ორივე მხრიდან სწავლობდნენ ღვთის ძალასაც და მათდამი მის მზრუნველობასაც. სწორედ ამ მიზეზით ითქმებოდა წინასწარ ის, რაც ითქმებოდა: რათა არ ეფიქრათ, თითქოს მომხდარი უბრალოდ და შემთხვევით მოდიოდა, ბუნების რაღაც თანმიმდევრობით ან საქმეთა დინებით, არამედ სცოდნოდათ, რომ ეს ორივე ზემოდან და ღვთის განჩინებით ხდება; ეს კი მათ უდიდესად ეხმარებოდა ღვთის შემეცნებაში. მაგრამ, როგორც ადრე უკვე გითხარით, წინასწარმეტყველებას მტკიცებულება იმავე ჟამს არ ჰქონდა: სიტყვები მაშინ ითქმებოდა, საქმეები კი მრავალი დროის...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის