მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ესაია 8:18

17. მე ველი უფალს, რომელიც პირს იფარავს იაკობის სახლისგან, და ვესავ მას.18. აჰა, მე და ეს ბავშვები, უფალმა რომ მომცა ნიშებად და სასწაულებად ისრაელში ცაბაოთ უფლისგან, რომელიც სიონის მთაზეა დავანებული.19. თუ გითხრეს: დაეკითხეთო მესულთანებს და ჯადოქრებს, რომ ჩურჩულებენ და სტვენენო, განა თავის ღმერთს არ ეკითხება ხალხი, განა მკვდრებს ეკითხება ცოცხალთა გამო?
ესაია თავი 8
18. აჰა, მე და ეს ბავშვები, უფალმა რომ მომცა ნიშებად და სასწაულებად ისრაელში ცაბაოთ უფლისგან, რომელიც სიონის მთაზეა დავანებული.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ესაიას განმარტება, თავი 7
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3.:

...ჩენილნი“** ()3. ნუ გაგიკვირდება, თუ ხალხს მის ძედ უწოდებს; რადგან ცოტა ქვემოთ ამბობს: „აჰა, მე და ყრმანი, რომელნი მომცნა მე ღმერთმან“ (). რადგან წმინდანები მამების ადგილს იკავებდნენ და იმ ხალხისადმი სიყვარულითა და მზრუნველობით ბუნებით მამებსაც კი ჩრდილავდნენ. „დარჩენილებს“ კი იმიტომ ამბობს, რომ მრავალი მტრებმა წაასხეს.

„გზისა აგარაკისა მმურკნველისასა“ (). ესეც დიდ სირთულედ მეჩვენება: თუ ისინი შიგნით იყვნენ გამოკეტილნი, ალყაში მოქცეულნი და გამოხედვასაც ვერ ბედავდნენ, როგორ ჩანდნენ კარიბჭეთა გარეთ? რადგან ეს გზა ახლა კედლების გარეთ ჩანს. მაშ, რა არის ამ სირთულის გადაწყვეტა? იმით, რომ ძველად ქალაქს სხვა კედელი ერტყა; რადგან ქალაქს ორმაგი კედლები ჰქონდა, და ამის...

სრულად ნახვა