მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ესაია 8:4

3. დავუახლოვდი ქადაგ ქალს, რომელმაც მუცლადიღო და შვა ვაჟი. მითხრა უფალმა: დაარქვი სახელად მაჰერ-შალალ ხაშ-ბაზ (იჩქარე სათარეშოდ, ისწრაფე საძარცვავად).4. რადგან, ვიდრე ყმაწვილი ისწავლიდეს დაძახებას: მამი და დედი, დამასკოს დოვლათს და სამარიის ნადავლს აშურის მეფეს მიუტანენ.5. კიდევ მელაპარაკა უფალი და ასე მითხრა:
ესაია თავი 8
4. რადგან, ვიდრე ყმაწვილი ისწავლიდეს დაძახებას: მამი და დედი, დამასკოს დოვლათს და სამარიის ნადავლს აშურის მეფეს მიუტანენ.
ესაიას განმარტება, თავი 8
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„და თქვა უფალმან ჩემდამო: მიიღე შენდად გრაგნილი ქარტისა ახლისა დიდისა და დაწერე მას ზედა საწერელითა კაცისათა მალიად ქმნაჲ იავარსა ნატყუენავთასა, რამეთუ მოწევნულ არს“ ().

1.

სიტყვას თუ შევხედავთ, ეს ორი ბრძანება თითქოს ერთმანეთისგან მოწყვეტილია და ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვს; მაგრამ თუ ვინმე აზრთა ძალას ზედმიწევნით გამოიკვლევს, მათ შორის დიდ კავშირსაც დაინახავს და ერთ მიზანსაც. ამიტომ ჯერ ის უნდა ითქვას, რა მიზეზით შემოვიდა წინასწარმეტყველების სახე ადამიანთა ცხოვრებაში. მაშ, რა მიზეზით შემოვიდა, ამის თქმა აუცილებელია. ღმერთს ჩვეულებად აქვს, რომ ცოდვილთა სასჯელების მიმართ მოიცადოს და დააყოვნოს, ხოლო სათნოდ მოქმედთათვის კეთილისყოფაში სწრაფი და მყისიერი იყოს. ხოლო ის, რომ შეცოდებებს სასჯელი მაშინვე კვალდაკვალ არ მისდევს, უფრო გულგრილებს მოდუნებისკენ უბიძგებს. ამიტომ,...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის