მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ესაია 8:9

8. შეაღწევს იუდაში, დატბორავს და ანიაღვრდება, კისრამდე ასწვდება; ფრთებს გაშლის და აავსებს შენი ქვეყნის მთა-ბარს, ემანუელ!9. დაეცით ყიჟინა, ხალხებო, და ძრწოდეთ! ყური უგდეთ, შორი ქვეყნისანო! იარაღი აისხით და ძრწოდეთ! იარაღი აისხით და ძრწოდეთ!10. ქმენით თათბირი, გაცუდდება! თქვით სიტყვა, არ შესრულდება, რადგან ჩვენთან არის ღმერთი (ემანუელი)
ესაია თავი 8
9. დაეცით ყიჟინა, ხალხებო, და ძრწოდეთ! ყური უგდეთ, შორი ქვეყნისანო! იარაღი აისხით და ძრწოდეთ! იარაღი აისხით და ძრწოდეთ!
ესაიას განმარტება, თავი 8
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„და თქვა უფალმან ჩემდამო: მიიღე შენდად გრაგნილი ქარტისა ახლისა დიდისა და დაწერე მას ზედა საწერელითა კაცისათა მალიად ქმნაჲ იავარსა ნატყუენავთასა, რამეთუ მოწევნულ არს“ ().

1.

სიტყვას თუ შევხედავთ, ეს ორი ბრძანება თითქოს ერთმანეთისგან მოწყვეტილია და ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვს; მაგრამ თუ ვინმე აზრთა ძალას ზედმიწევნით გამოიკვლევს, მათ შორის დიდ კავშირსაც დაინახავს და ერთ მიზანსაც. ამიტომ ჯერ ის უნდა ითქვას, რა მიზეზით შემოვიდა წინასწარმეტყველების სახე ადამიანთა ცხოვრებაში. მაშ, რა მიზეზით შემოვიდა, ამის თქმა აუცილებელია. ღმერთს ჩვეულებად აქვს, რომ ცოდვილთა სასჯელების მიმართ მოიცადოს და დააყოვნოს, ხოლო სათნოდ მოქმედთათვის კეთილისყოფაში სწრაფი და მყისიერი იყოს. ხოლო ის, რომ შეცოდებებს სასჯელი მაშინვე კვალდაკვალ არ მისდევს, უფრო გულგრილებს მოდუნებისკენ უბიძგებს. ამიტომ,...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის