ესთერი 1:4
3. თავისი მეფობის მესამე წელს გაუმართა ლხინი თავის მთავრებს, თავის მორჩილთ, სპარსელთა და მიდიელთა სარდლებს, ხელისუფალთ და მხარეთა განმგებელთ,4. და აჩენდა თავისი სამეფოს დიდებულ სიმდიდრეს და თავისი სიდიადის ბრწყინვალებას მრავალ დღეს, ას ოთხმოც დღეს.5. როცა ჩათავდა ეს დღეები, გაუმართა მეფემ მთელს ხალხს, ვინც კი შუშანში, სატახტოში იყო, დიდსა და პატარას, შვიდდღიანი ლხინი სასახლის ბაღში.
ესთერი თავი 1