ესთერი 1:5
4. და აჩენდა თავისი სამეფოს დიდებულ სიმდიდრეს და თავისი სიდიადის ბრწყინვალებას მრავალ დღეს, ას ოთხმოც დღეს.5. როცა ჩათავდა ეს დღეები, გაუმართა მეფემ მთელს ხალხს, ვინც კი შუშანში, სატახტოში იყო, დიდსა და პატარას, შვიდდღიანი ლხინი სასახლის ბაღში.6. მრავალფერი ქსოვილები ეკიდა ბისონისა და ძოწის ძაფებით ვერცხლის რგოლებზე და მარმარილოს სვეტებზე. ოქროსა და ვერცხლის საწოლები იდგა ალებასტრით, მარმარილოთი, სადაფითა და შავი მარმარილოთი მოფენილ იატაკზე.
ესთერი თავი 1