მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეზეკიელი 14:18

17. თუ მახვილს მოვუვლენდი იმ ქვეყანას და ვეტყოდი: მახვილო, ჩაიარე-მეთქი ქვეყანაში! და გავუწყვეტდი კაცსა და საქონელს,18. ეს სამი კაციც (ცოცხალიმც ვარ! ამბობს უფალი) ვერ გადაარჩენდა თავის ვაჟებს და ასულებს, მხოლოდ თვითონ გადარჩებოდნენ.19. თუ ჟამს მოვუვლენდი იმ ქვეყანას და სისხლით გადმოვანთხევდი მასზე ჩემს რისხვას კაცისა და საქონლის ამოსაწყვეტად,
ეზეკიელი თავი 14
18. ეს სამი კაციც (ცოცხალიმც ვარ! ამბობს უფალი) ვერ გადაარჩენდა თავის ვაჟებს და ასულებს, მხოლოდ თვითონ გადარჩებოდნენ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 48-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4. სამსჯავროს მიუკერძოებლობა და სიმდიდრის უძლურება:

...ხოლო იმის საჩვენებლად, რომ საქმეების გარეშე ვერც ნათესაობა და ვერც სიახლოვე რაიმეს გვარგებს, მოისმინე, რას ამბობს წინასწარმეტყველი: „უკეთუ იყვნენ სამნი ესე კაცნი შორის მისსა: ნოე, იობ და დანიილ“ (), მაინც „ვერ განარინნენ ძენი მათნი, ანუ ასულნი“ (). და რატომ ვამბობ მომავალზე, როცა ამჟამინდელ ცხოვრებაშიც მეგობრობამ ვერაფერი არგო? რამდენი იგლოვა და იტირა სამუელმა, მაგრამ საული ვერ გამოიტაცა? რამდენი ილოცა იერემიამ, მაგრამ იუდეველებს ვერაფერი არგო, არამედ ლოცვისას მხილებაც მიიღო? და რა გიკვირს, თუ იერემია ვერაფერს არგებს, როცა ამბობს, რომ იმ დროს მოსეც რომ ყოფილიყო, მაშინდელ იუდეველთა გადარჩენას ვერ შეძლებდა, რადგან ბოროტება გაბატონდა და თვითონ მათაც საკუთარი მხრიდან არაფერი მოუტანიათ?

5. სულის ფასი და სიკვდილის ძლევა

როგორ ძლიერ დასტიროდა პავლე იუდეველებს, როცა ამბობდა: „ძმანო, ნებაჲ გულისა ჩემისაჲ და ვედრებაჲ ჩემი ღმრთისა მიმართ ისრაჱლისათჳს არს საცხორებელად.“ (...

სრულად ნახვა