მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეზეკიელი 17:3

2. ადამის ძევ! მიეცი გამოცანა და შეუთხზე იგავი ისრაელის სახლს:3. უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: დიდი არწივი, დიდფრთიანი და გრძელნაკრტენიანი, ჭრელი ბუმბულით დაფარული, მოვიდა ლიბანიდან და კენწერო მოაწყვიტა ნაძვს;4. მოსტეხა ზემოთა ყლორტი, წაიღო ქანაანის ქვეყნად და მოვაჭრეთა ქალაქში დადო.
ეზეკიელი თავი 17
3. უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: დიდი არწივი, დიდფრთიანი და გრძელნაკრტენიანი, ჭრელი ბუმბულით დაფარული, მოვიდა ლიბანიდან და კენწერო მოაწყვიტა ნაძვს;

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 48-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. საერთო სწავლება და საღმრთო სიბრძნე:

...მათ 13:24). „იგავი“ ტროპოლოგიასაც ეწოდება: „ძეო კაცისაო, მიუთხარ მითხრობაჲ და თქუ იგავი სახლისა მიმართ ისრაჱლისა“ (). „არწივი დიდი, ქველნაბრდღუენი, ფრთადიდი“ (), ხოლო „არწივში“ მეფეს გულისხმობს. „იგავი“ ტიპსაც და ხატსაც ეწოდება, როგორც პავლეც აჩვენებს, როცა ამბობს: „სარწმუნოებით შეწირა აბრაჰამ ისაკი გამოცდასა მას და მხოლოდშობილსა მას შესწირვიდა, რომელმან აღთქუმაჲ იგი მოიღო“ (); „რომლისათჳსცა იგავით მოიყვანა იგი“ (); ესე იგი - ტიპითა და ხატით.

3. ცოდვის შიში და ამაო შიშები

მაშ, აქ რას გულისხმობს სიტყვა „იგავი“? ჩემი აზრით, იგი თხრობას გულისხმობს. თუ სიტყვას გამოცანურად ხდის და დიდ სირთულეს ანიჭებს, მაინც ნუ შეშფოთდები; ამას იმისთვის აკეთებს, რომ მსმენელი გამოაფხიზლოს; და კიდევ იმიტომაც, რომ სიმარტივეს ბევრი დაუდევრობისკენ მიჰყავს, ამი...

სრულად ნახვა