ეზეკიელი 17:7
6. აღმოცენდა და შეიქნა რტოგაშლილი და ტანდაბალი ვაზი, რომლის ტოტები არწივისკენ იხრებოდა და ფესვები მისი მის ქვეშ იყო. შეიქნა ვაზი, რქა გამოიღო და გაუშვა ტოტები.7. იყო კიდევ ერთი დიდი არწივი, დიდფრთიანი და უხვბუმბულიანი; და, აჰა, ეს ვაზი თავისი კვალიდან, სადაც დარგული იყო, ფესვებს იწვდიდა მისკენ და უშვერდა ტოტებს დასარწყულებლად.8. მადლიან ველზე, უხვ წყლებთან იყო დარგული, რომ გაეკეთებინა რტო და გამოეღო ნაყოფი, დიდებული ვაზი გამხდარიყო.
ეზეკიელი თავი 17