ეზეკიელი 17:8
7. იყო კიდევ ერთი დიდი არწივი, დიდფრთიანი და უხვბუმბულიანი; და, აჰა, ეს ვაზი თავისი კვალიდან, სადაც დარგული იყო, ფესვებს იწვდიდა მისკენ და უშვერდა ტოტებს დასარწყულებლად.8. მადლიან ველზე, უხვ წყლებთან იყო დარგული, რომ გაეკეთებინა რტო და გამოეღო ნაყოფი, დიდებული ვაზი გამხდარიყო.9. უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: იღორძინებს თუ არა? არ ამოძირკვავენ მის ფესვებს და არ მოგლეჯენ მის ნაყოფს? გაუხმება ყველა ამოყრილი ყლორტი, გახმება; მაგარი მკლავი და ბევრი ხალხი არ იქნება საჭირო, რომ თავის ფესვს მოსწყვიტონ.
ეზეკიელი თავი 17