მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეზეკიელი 2:3

2. შემოვიდა ჩემში სული, როცა მელაპარაკებოდა, და ფეხზე დამაყენა, და მესმოდა მისი, ვინც მელაპარაკებოდა.3. მითხრა: ადამის ძევ! მიგავლინებ ისრაელიანებთან, მოჯანყე ხალხთან, რომლებიც მიჯანყდებიან მე; მცოდავენ ისინი და მათი მამა-პაპა დღევანდლამდე.4. ურცხვი და ჯიუტი შვილები არიან, მათთან გგზავნი, რომ უთხრა: ასე ამბობს უფალი ღმერთი.
ეზეკიელი თავი 2
3. მითხრა: ადამის ძევ! მიგავლინებ ისრაელიანებთან, მოჯანყე ხალხთან, რომლებიც მიჯანყდებიან მე; მცოდავენ ისინი და მათი მამა-პაპა დღევანდლამდე.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „იოვანე წამა მისთჳს, ღაღად-ყო და თქუა: ესე არს, რომლისათჳს ვთქუ: რომელი შემდგომად ჩემსა მოვალს, უწინარეს ჩემსა იყო, რამეთუ პირველ ჩემსა არს“ (1,15).:

...ა თუ უნაყოფო, ჩუენ ვინაჲთგან დავსთესოთ, სასყიდელსა შრომისასა მოვიღებთ უფლისა მიერ, რამეთუ „თითოეულმან თჳსი სასყიდელი მიიღოს თჳსისა შრომისაებრ“, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „შენ, ძეო კაცისაო, ეწამე ერსა ამას, უკუეთუ ისმინონ და უკუეთუ გულისხმა-ყონ“. გარნა დაღაცათუ ესრეთ არს, დაშრომაჲ ჩუენი არა უსასყიდლო არს. არამედ ჩუენ რაჟამს ვიხილოთ, ვითარმედ საქმე თქუენი არა წარემართების, სულთ-ვითქუამთ, ვითარცა იგინივე მუშაკნი, რამეთუ ესე არს მოწყალებაჲ მოძღურისა და მამისაჲ; რამეთუ მოსესცა ჰრქუა ღმერთმან, ვითარმედ: „აღვჰჴოცო ერი ესე და გყო შენ ნათესავად დიდად“, ხოლო მან ნეტარმან არა თავს-იდვა, არამედ აღირჩია წარწყმედაჲ მათ თანა, ანუ ცხორებაჲ მათ თანა, რომელნი ერთგზის მიეცნეს მას. ესევითარი ჯერ-არს, რაჲთა იყოს წინამძღუარი სულთაჲ. ხოლო ამას ვიტყჳ ყოველსა, რაჲთა განვეკრძალნეთ კეთილისა საქმესა ქმნად, რაჲთა ესრეთ შეუძლოთ სიღრმესა მასცა გულისხმის-ყოფისასა მიწდომად, რამეთუ ვნებანი დააბნელებენ თუალთა სულისათა და გონებასა შეაშფოთებენ. ხოლო ისმინეთ, რაჲ-ესე დღეს აღმოვიკითხეთ:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იოვანე წამა მისთჳს, ღაღად-ყო და თქუა: ესე არს, რ...

სრულად ნახვა