📋 სარჩევი
თავი იგ
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „იოვანე წამა მისთჳს, ღაღად-ყო და თქუა: ესე არს, რომლისათჳს ვთქუ: რომელი შემდგომად ჩემსა მოვალს, უწინარეს ჩემსა იყო, რამეთუ პირველ ჩემსა არს“ (1,15).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ნუუკუე ამაოდ ვშურებითა, ნუუკუე ქვათა ზედა ვსთესავთა, ანუ გზასა ზედა, ანუ ეკალთა შინა? რამეთუ მეშინის ფრიად, ნუუკუე უჴმარ იქმნეს და უნაყოფო მუშაკობაჲ ჩუენი. და ამას რაჲ ვიტყჳ, არა თუ მე რაჲ მევნების უნაყოფოებისა მისგან, არამედ თქუენისა სიყუარულისათჳს, რამეთუ არა ესრეთ არს ჩუენი სამუშაკოჲ, ვითარ-იგი ქუეყანისა მუშაკთაჲ, რომელ უკუეთუ არა გამოიღონ ნაყოფი თესლთა მათთა, არა აქუს, სადაჲთმცა გამოიზარდნეს. ხოლო ჩუენ არა ესრეთ ვართ, არამედ გინა თუ ნაყოფიერ იყოს ქუეყანაჲ, გინა თუ უნაყოფო, ჩუენ ვინაჲთგან დავსთესოთ, სასყიდელსა შრომისასა მოვიღებთ უფლისა მიერ, რამეთუ „თითოეულმან თჳსი სასყიდელი მიიღოს თჳსისა შრომისაებრ“,1 ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „შენ, ძეო კაცისაო, ეწამე ერსა ამას, უკუეთუ ისმინონ და უკუეთუ გულისხმა-ყონ“.2 გარნა დაღაცათუ ესრეთ არს, დაშრომაჲ ჩუენი არა უსასყიდლო არს. არამედ ჩუენ რაჟამს ვიხილოთ, ვითარმედ საქმე თქუენი არა წარემართების, სულთ-ვითქუამთ, ვითარცა იგინივე მუშაკნი, რამეთუ ესე არს მოწყალებაჲ მოძღურისა და მამისაჲ; რამეთუ მოსესცა ჰრქუა ღმერთმან, ვითარმედ: „აღვჰჴოცო ერი ესე და გყო შენ ნათესავად დიდად“,3 ხოლო მან ნეტარმან არა თავს-იდვა, არამედ აღირჩია წარწყმედაჲ მათ თანა, ანუ ცხორებაჲ მათ თანა, რომელნი ერთგზის მიეცნეს მას. ესევითარი ჯერ-არს, რაჲთა იყოს წინამძღუარი სულთაჲ. ხოლო ამას ვიტყჳ ყოველსა, რაჲთა განვეკრძალნეთ კეთილისა საქმესა ქმნად, რაჲთა ესრეთ შეუძლოთ სიღრმესა მასცა გულისხმის-ყოფისასა მიწდომად, რამეთუ ვნებანი დააბნელებენ თუალთა სულისათა და გონებასა შეაშფოთებენ. ხოლო ისმინეთ, რაჲ-ესე დღეს აღმოვიკითხეთ:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იოვანე წამა მისთჳს, ღაღად-ყო და თქუა: ესე არს, რომელი შემდგომად ჩემსა მოვალს, ჩემსა უწინარეს იყო, რამეთუ პირველ ჩემსა არს“ (1,15).
თ ა რ გ მ ა ნ ი: მრავალგზის აჴსენებს ესე მახარებელი იოვანეს და მისსა მას წამებასა, ხოლო ამას არა ცუდად იქმს, არამედ ფრიადითა სიბრძნითა, რამეთუ ვინაჲთგან დიდად აქუნდა საკჳრველებაჲ მისი ყოველ-თა ჰურიათა, და იოსიპოსცა იტყჳს, ვითარმედ მისსა აღსასრულსა ზედა იქმნა ბრძოლაჲ იგი, და დიდთა შესხმათა წარმოიტყჳს მისთჳს, ვინაჲთგან ყოველთა მიერ დიდად შერაცხილ იყო იგი, აჴსენებს მისსა წამებასა,
1 1 კორ. 3,8. 2 შდრ. ეზეკ. 2,3,5. 3 გამ. 32,10.
რამეთუ სხუანი მახარებელნი ძუელთა მათ წინაჲსწარმეტყუელთა მოიყვანებენ, ვითარცა მოიყვანა მათე შობისათჳს მისისა ესაია და იერემია და ოსე, ხოლო ამან ახალი იგი და დიდი წამებაჲ მოიღო ნათლისმცემელისაჲ, რომელსა-იგი ნათელ-ეცაცა მისდა და ექადაგა. ხოლო არა თუ ამისთჳს მოიყვანებს მოწამედ, რაჲთამცა მეუფე მონათა მიერ სარწმუნოყო, არამედ უძლურებასა კაცთასა თანა დამდაბლდების, ვითარცა უკუე-თუმცა არა შეემოსა ხატი მონისაჲ, არამცა შეწყნარებულ იყო ქადაგებაჲ ესე. ეგრეთვე უკუეთუმცა არა მონათა მიერ ეთქუა კაცთადა, არამცა ერწმუნა მრავალთა ჰურიათა, რამეთუ ზეცით წამებაჲ იქმნა ერთგზის და ორგზის, არამედ მისი სმენაჲ ღირსთა ოდენ ძალ-ედვა, ხოლო იოვანეს წამებაჲ მრავალგზის იქმნა, და რომელნი-იგი ზეცისასა ვერ ისმენდეს, მათ ისმინეს იოვანეს წამებაჲ.
და ამისთჳს იტყჳს: „იოვანე წამა მისთჳს, ღაღად-ყო და თქუა“. კადნიერებით და უშიშად ქადაგა მან მოსლვაჲ მისი; და ისმინეთ ქადაგებაჲცა: ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესე არს, რომლისათჳს ვთქუ: რომელი ჩემსა შემდგომად მოვალს, ჩემსა უწინარეს იყო, რამეთუ პირველ ჩემსა არს“ (1,15).
თ ა რ გ მ ა ნ ი: დაფარულ არს წამებაჲ ესე და სიმდაბლისა სიტყუანი ჰქონან, რამეთუ არა თქუა, ვითარმედ: ესე არს მხოლოდშობილი და საყუარელი ძე ღმრთისაჲ, არამედ: „ესე არს, რომლისათჳს ვთქუ: რომელი შემდგომად ჩემსა მოვალს, ჩემსა უწინარეს იყო“. რამეთუ ვითარცა მფრინველნი მართუეთა თჳსთა არა მეყსა შინა ასწავლიან ფრინვასა, არამედ მცირედ-მცირედ აფრინვებენ და კუალად მოაქცევენ ბუდედვე, ვიდრემდის ისწავლონ სრულიად ფრინვაჲ, და მერმე განიყვანებენ სრულიად ბუდისაგან, ეგრეთვე ნეტარი იოვანე არა მეყსა შინა აღიყვანებს ჰურიათა სიმაღლედ გულისხმის-ყოფისა, არამედ ჯერეთ ოდენ აღამაღლებს ქუეყანით და ასწავებს, ვითარმედ ქრისტე მისა უაღრეს და უზეშთაეს არს. რამეთუ ესეცა არა მცირე იყო, რაჲთამცა არწმუნა, ვი-თარმედ უზეშთაეს იყო მისა, საკჳრველისა მის კაცისა, და რომლისა მიმართ ყოველნი მირბიოდეს, არა გამოჩინებული იგი, რომელსა ჯერეთ არცა ერთი ექმნა სასწაული.
და ჯერეთ ამისი ოდენ ენება რწმუნებაჲ, ვითარმედ უზეშთაეს არს მოწამისა მის წამებული იგი და პირველ მოსრულისა მის უკუანაჲსკნელ მოსრული იგი. და იხილე, ვითარ სიბრძნით იქმს ყოველსავე, რამეთუ არა გამოჩინებულსა ოდენ უჩუენებს, არამედ პირველ გამოჩინებისაცა, ვი-თარცა მათე იტყჳს, ვითარმედ: ეტყოდა მომავალთა მისა: „მე ნათელგცემ წყლითა, ხოლო შემდგომად ჩემსა მოვალს უძლიერესი ჩემსა, რომლისა არა ღირს ვარ საბელსა ჴამლთა მისთასა განჴსნად“.1 ხოლო
1 შდრ. მათ. 3,11; მარკ. 1,8,7; ლუკ. 3,16; იოან. 1,26-27.
ამისთჳს უწინარეს მოსლვისა ქმნა ესე, რაჲთა რაჟამს მოვიდეს, ადვილად ჰრწმენეს მისი, ვინაჲთგან პირველვე განმზადებულ იყოს გონებაჲ მათი, რამეთუ უკუეთუმცა ყოლადვე არა ასმიოდა უფლისათჳს, და მეყსა შინა იხილესმცა და მაშინღა ესმოდამცა მისთჳს, არა ირწმუნებდეს უნდოებისა მისთჳს სახისა მისისა და სიმდაბლისა მისთჳს ფრიადისა, რამეთუ ესევითარი სიმდაბლე აქუნდა ქრისტესა, რომელ სამარიტელნი და მეზუერენი და მეძავნი კადნიერებით მიეახლებოდეს მას. და ვითარცა ვთქუ, უკუეთუმცა მაშინ ოდენ იტყოდა მისთჳს იოვანე, ოდეს მოვიდა, არამცა ჰრწმენა მისი.
ხოლო ვინაჲთგან წინაჲთვე განჰმზადნა გონებანი მათნი წინამორბედმან, რაჲთამცა მო-რაჲ-ვიდა, ჰრწმენა მისი. ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „პირველ ჩემსა იყო“? ესე იგი არს, ვითარმედ ბრწყინვალე იყო და პატიოსან. და ნუ ჰგონებთო, ვინაჲთგან მე პირველ მოვედ ქადაგებად, უზეშთაესმცა ვიყავ, რამეთუ ფრიად უდარეს ვარ მე, და ესეოდენ უდარეს, რომელ არცა თუ მონად მისა შერაცხად ღირს ვარ. ხოლო არა თუ უკუანა ჩემსა იყო და წარმართებითა რაჲთმე პირველ ჩემსა იქმნა, არამედ მარადის პირველ ჩემსა იყო და უზეშთაეს. და დიდებასა მასცა მოასწავებდა, რომელი აწ განთქუმულ არს ქრისტესთჳს სოფელსა შინა, ვითარმედ: დაღაცათუ შემდგომად ჩემსა მოვიდა, არამედ პირველ ჩემსა იყო მარადის და დიდებულ, და ქუეყანასა ზედაცა დიდებაჲ მისი დიდ იქმნა შემდგომად მცირედისა. ხოლო უკუეთუ ვინ იტყოდის, ვითარმედ: უკუეთუ დიდებასა მას მისსა მოასწავებდა, რომელი სოფელსა შინა განთქუმად იყო, ვითარ იტყჳს, ვითარცა გარდასრულსა? გარნა ესრეთ გულისხმა-ყავთ, ვითარმედ ესე ჩუეულებაჲ არს წინაჲსწარმეტყუელთაჲ, რამეთუ ესაიაცა რაჟამს ვნებისა მისისათჳს იტყოდა, არაქმნილსა მას ვი-თარცა ქმნილსა ღაღადებდა: „ვითარცა ცხოვარი კლვად მიიგუარაო“,1 და არა თქუა, თუ მიიგუაროსო. და დავით არა თქუა, ვითარმედ: განჴურიტნენ ჴელნი ჩემნი და ფერჴნი ჩემნი,2 არამედ „განჴურიტნესო“, ვი-თარცა ქმნული. და მიმცემელისათჳს არღა ქმნულსა ვითარცა ქმნილსა იტყოდა, ვითარმედ: „რომელი ჭამდა პურსა ჩემ თანა, აღიღო ჩემ ზედა ბრჭალი მისი“;3 და კუალად იტყჳს: „მცეს მე საჭმლად ჩემდა ნავღელი და წყურილსა ჩემსა მასუეს მე ძმარი“.4 და ესევითარი მრავალი ჰპოო, რომელ არღა ქმნილსა ვითარცა ქმნილსა იტყოდის წერილსა შინა.
1 ესაია 53,7; საქმე 8,32. 2 ფსალმ. 21,17. 3 იოან. 13,18; შდრ. ფსალმ. 40,10. 4 ფსალმ. 68,22.
სწავლაჲ იგ მოწყალებისათჳს
გნებავსა, რაჲთა სხუანიცა სახენი შემოვიხუნეთ? არამედ კმა არიან თქუმულნი ესე, რაჲთა არა მოწყინე იქმნნეთ სმენად. ამისთჳს აღსრულებაჲ ვყოთ სიტყჳსა ჩუენისაჲ. ხოლო აღსასრული ჯერ-არს, რაჲთა მადლობითა ვყოთ ღმრთისაჲთა, და მადლობაჲ არა სიტყჳთ ოდენ უყუარს ღმერთსა, არამედ უფროჲსად საქმით, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაჲთა იხილნენ კეთილნი საქმენი თქუენნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა“.1 რამეთუ არარაჲ არს უბრწყინვალეს კეთილთა საქმეთასა, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „გზანი მართალთანი მსგავსად ნათლისა ბრწყინვენ“,2 ხოლო ნათობენ არა თავთა თჳსთა ოდენ, არამედ სხუათაცა განათლებად. ამისთჳს გევედრები, რაჲთა არა დავაკლოთ ზეთი სანთელთა ჩუენთა, რაჲთა განძლიერდეს ნათელი მათი, რამეთუ ესე ზეთი მარადის კეთილ არს. რამეთუ იტყჳს: „წყალობაჲ მნებავს და არა მსხუერპლი“,3 რამეთუ მსხუერპლი ქებისაჲ ესე არს, რომელ არა განილევის, არცა განიხრწნების, არამედ მარადის ბრწყინავს სადიდებელად ღმრთისა.
ამისთჳს უკუე გევედრები, საყუარელნო, შევწიროთ ესევითარი ესე მსხუერპლი საკურთხეველთა ამათ ზედა, რომელი-ესე უპატიოსნეს არს მარხვისა და ლოცვისა და სხუათა მრავალთა სათნოებათაჲსა, რამეთუ ესევითარი უყუარს მსხუერპლი ღმერთსა, არამედ ნუმცა არს ესე ანგაჰრებისაგან ქმნილი, ნუცა მოტაცებულთა საფასეთაგანი, რამეთუ ესევითარი სძულს ღმერთსა და გარემიაქცევს პირსა თჳსსა მისგან. ამისთჳს ვისწრაფოთ, რაჲთა არა დატკბობისა წილ განვარისხოთ იგი. და უკუეთუ კაენ, ვინაჲთგან უდარესი შეწირა ღმრთისა, დაისაჯა, რაჲ ვყოთ ჩუენ, უკუეთუ ანგაჰრებისაგან ვიქმოდით წყალობასა?
ამისთჳს გევედრები, რაჲთა არა მოხუეჭილთა მონაგებთაგან ვიქმოდით ქველისსაქმესა. უკუეთუ ერთი გულოცვიდეს და ერთი გუწყევდეს, რაჲ სარგებელ არს, გარნა ცუდი შრომაჲ? ხოლო უკუეთუ ვეკრძალებოდით და ყოველსა ზედა ნებისა ღმრთისა აღსრულებად ვისწრაფდეთ, შეუძლოთ მიმთხუევად საუკუნეთა მათ კეთილთა მადლითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
1 მათ. 5,16. 2 იგავ. 4,18. 3 ოსე 6,6; მათ. 9,13.