მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეზეკიელი 2:6

5. გინდ მოგისმინონ, გინდ არ მოგისმინონ, რადგან ურჩნი არიან, ეცოდინებათ მაინც, რომ წინასწარმეტყველი იყო მათ შორის.6. შენ კი, ადამის ძევ, ნუ გეშინია მათი და მათი სიტყვები ნუ შეგაშინებს, თუმცა ეკლად და ძეძვად გექცევიან და მორიელებზე იჯდები; მათი სიტყვები ნუ შეგაშინებს და მათი სახე ნუ დაგაფრთხობს; რადგან ურჩი მოდგმაა.7. უთხარი ჩემი სიტყვები, გინდ მოისმინონ, გინდ ნუ მოისმენენ, რადგან ურჩნი არიან.
ეზეკიელი თავი 2
6. შენ კი, ადამის ძევ, ნუ გეშინია მათი და მათი სიტყვები ნუ შეგაშინებს, თუმცა ეკლად და ძეძვად გექცევიან და მორიელებზე იჯდები; მათი სიტყვები ნუ შეგაშინებს და მათი სახე ნუ დაგაფრთხობს; რადგან ურჩი მოდგმაა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ესაიას განმარტება, თავი 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1.:

...სწორედ ამიტომ იერემიას ეუბნება: „დაგდევ შენ დღეინდელსა შინა დღესა“, „ვითარცა სუეტი რკინისა“ და „ვითარცა ზღუდე რვალისა ძლიერი“ (); ეზეკიელს კი: „საშუალ ღრიაკალთასა მკჳდრ ხარ შენ“, „სიტყუათა მათთაგან ნუ გეშინინ და პირისაგან მათისა ნუ განჰკრთები“ (). მოსეც, როცა იგზავნებოდა, ჩანს, მხოლოდ ფარაონის შიშით კი არ იხევდა უკან, არამედ უმეტესად თვით იუდეველთა ხალხის გამო. ამიტომ, როცა ღმერთს ესაუბრებოდა, ბარბაროსი ფარაონი გვერდზე დატოვა და დიდი გულმოდგინებით ცდილობდა გაეგო, რა უნდა ეთქვა მათთვის, თუ არ ირწმუნებდნენ, რომ იგი ღმერთისგან იყო მოსული; ნიშნებსაც სწორედ მათი განწყობის გამო იღებდა, და ეს სავსებით ბუნებრივიც იყო. რადგან თუ ერთმა ებრაელმა, თანაც მოსესგან სიკეთე მიღებულმა, ასე შეაშინა იგი, რას განიცდიდა, როცა იმ უწესრიგო ხალხზე ფიქრობდა? სწორედ ამიტომ წინასწარმეტყველიც იღებდა არა მხოლოდ სიბრძნის, არამედ ძალის სულსაც და ამბობდა: „არა თუ მე აღვავსო ძალი სულითა უფლისაჲთა და მსჯავრითა და ძლერებითა“ (...

სრულად ნახვა