ეზეკიელი 20:8
7. ვუთხარი მათ: მოიშოროს თითოეულმა თქვენგანმა სიბილწენი, თვალწინ რომ აქვს, და ეგვიპტის კერპებით ნუ გაიუწმიდურებს თავს! მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი-მეთქი.8. მაგრამ ამიჯანყდნენ და არ უნდოდათ ჩემი მოსმენა; არავის მოუშორებია სიბილწენი, თვალწინ რომ ჰქონდათ, და არ მიუტოვებიათ ეგვიპტის კერპები. ვთქვი, რისხვას გადმოვანთხევ მათზე, რომ ჩემი ბრაზი მოვიკლა-მეთქი ეგვიპტის ქვეყანაში.9. მაგრამ ჩემი სახელის გულისთვის, რომ არ შელახულიყო იმ ხალხის თვალში, რომლის შორისაც იყვნენ ისინი და რომლის თვალწინაც გავუცხადე მათ ჩემი თავი, ისე მოვიქეცი, რომ ეგვიპტის ქვეყნიდან გამომეყვანა ისინი.
ეზეკიელი თავი 20