მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეზეკიელი 20:9

8. მაგრამ ამიჯანყდნენ და არ უნდოდათ ჩემი მოსმენა; არავის მოუშორებია სიბილწენი, თვალწინ რომ ჰქონდათ, და არ მიუტოვებიათ ეგვიპტის კერპები. ვთქვი, რისხვას გადმოვანთხევ მათზე, რომ ჩემი ბრაზი მოვიკლა-მეთქი ეგვიპტის ქვეყანაში.9. მაგრამ ჩემი სახელის გულისთვის, რომ არ შელახულიყო იმ ხალხის თვალში, რომლის შორისაც იყვნენ ისინი და რომლის თვალწინაც გავუცხადე მათ ჩემი თავი, ისე მოვიქეცი, რომ ეგვიპტის ქვეყნიდან გამომეყვანა ისინი.10. გამოვიყვანე ეგვიპტის ქვვყნიდან და უდაბნოში მივიყვანე;
ეზეკიელი თავი 20
9. მაგრამ ჩემი სახელის გულისთვის, რომ არ შელახულიყო იმ ხალხის თვალში, რომლის შორისაც იყვნენ ისინი და რომლის თვალწინაც გავუცხადე მათ ჩემი თავი, ისე მოვიქეცი, რომ ეგვიპტის ქვეყნიდან გამომეყვანა ისინი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 113-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. კლდის წყაროები და ღვთის სახელის დიდება:

...ამით აავსო — ახლანდელი საჭიროებების გამოც ღმერთს ევედრება და იმავე ნავსაყუდელს მიაშურებს.

შემდეგ, რადგან ისიც მოხდა არა სიკეთეთა მიმღებთა ღირსების გამო, არამედ ღვთის კაცთმოყვარეობისა და მისი სახელის გამო, როგორც ამბობდა: „რაჲთა სახელი ჩემი ყოვლად ყოვლითურთ არ შეიგინოს“ (), არამედ რათა ყველამ მომხდართაგან მისი სიმტკიცე და ძალა ისწავლოს და ეს სწავლების საგნად იქცეს, იმავე საბუთს ახლაც წინ აყენებს და ამბობს: თუნდაც ცხოვრების წესმა გვიღალატა და საქმეების გამო კადნიერებას მოკლებულნი ვართ, შენი სახელის გამო აღასრულეო, რასაც მოსეც მაშინ ამბობდა. ამასვე ამბობს ეს წინასწარმეტყველიც, მასთან თანხმიერად წარმოთქვამს: „ნუ ჩუენთჳს, უფალო, ნუ ჩუენთჳს, არამედ სახელსა შენსა ეც დიდებაჲ“ (). არა ჩვენ გამო, ამბობს, რომ ჩვენ უფრო ბრწყინვალენი და გამოჩენილნი გაგვხადო, არამედ რათა შენ თვითონ შენი ძალა ყველგან ცხადად წარმოაჩინო. მაგრამ როგორც მისი სახელი იდიდება, როცა შეგვეწევა და გვეხმარება, ასევე კვლავ იდიდება, როცა სათნოებაში ვცხოვრობთ და ცხოვრების წესით ვბრწყინავთ....

სრულად ნახვა