მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეზეკიელი 25:6

5. გადავაქცევ რაბათს აქლემების სადგომად და ყამონიანთა ქვეყანას - ცხვრის ფარეხად, და მიხვდებით, რომ უფალი ვარ.6. რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: რაკი ტაშს სცემდი და ფეხს აბაკუნებდი, რაკი მთელი მძულვარებით, გულის სიღრმეში, ხარობდი ისრაელის მიწის გამო,7. ამიტომ, აჰა, ხელს მოგიღერებ და საძარცვავად მიგცემ ხალხებს; ამოგძირკვავ ხალხებიდან და გადაგაშენებ ქვეყნებიდან, გაგანადგურებ და მიხვდები, რომ უფალი ვარ.
ეზეკიელი თავი 25
6. რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: რაკი ტაშს სცემდი და ფეხს აბაკუნებდი, რაკი მთელი მძულვარებით, გულის სიღრმეში, ხარობდი ისრაელის მიწის გამო,

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნე
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ნე შურისათჳს:

...კეთილისათჳს მოყუსისა; დაღაცათუ თანაზიარ შრომათა მისთა ვერ იქმნე, გარნა ამის მიერ გერგოს, რომელ გიხაროდის შრომათათჳს და კეთილთა სხჳსათა, რამეთუ მრავალგზის ნებაჲ ოდენ კმა იქმნის დიდისა კეთილისა ქმნად. რამეთუ ეზეკიელ წინაჲსწარმეტყუელი იტყჳს ამისთჳს დაშჯად მოაბელთა, რამეთუ უხაროდა ისრაიტელთა ჭირისათჳს, და სხუათა ვიეთთჳსმე იტყჳს ამისთჳს ცხოვნებად, რამეთუ სულთ-ითქუმიდეს ბოროტისათჳს სხუათაჲსა.

აწ უკუეთუ სულ-თქუმაჲ ოდენ სხჳსა ბოროტსა ზედა ესრეთ ნუგე-შინის-ცემა არს, არა უფროჲს კეთილი უყოს, რომელნი სხჳსა პატივსა ზედა მოხარულ იყვნენ? და მოაბელთა შეასმენდა, რამეთუ უხაროდა ტანჯვისათჳს ისრაიტელთაჲსა, დაღაცათუ ღმერთი იყო მტანჯველ მათა, რამეთუ არცა ოდეს ღმერთმან მოაწიოს ტანჯვაჲ ვის ზედამე, მაშინცა ჯერ-არს სიხარული, არამედ უფროჲსად შეწუხებაჲ მათისა ტანჯვისათჳს, რამეთუ არა თუ ღმერთსა ჰნებავს, რაჲთა იტანჯნენ იგინი. ხოლო უკუეთუ ტანჯულთა თანა მწუხარებაჲ ჯერ-არს, არა უფროჲსად, რომელთა ღმერთმან პატივ-სცეს, სიხარული ჯერ-არსა მათთჳს? ესრეთ წარწყმდეს კორეეთნი და დათანეთნი, და რომელთა ეშურებოდეს, იგინი უმეტესად განაბრწყინვნეს, ხოლო თავნი თჳსნი წარწყმედად მისცნეს. რამეთუ შური მჴეცი არს წამლეანი და არაწმიდაჲ უკეთურებაჲ, რომელსა სიტყუაჲ არა აქუს, ყოვ...

სრულად ნახვა