...რამეთუ კუალად იტყჳს, ვითარმედ: „რაჲთა ვცნა, უკუეთუ ჴმისა მათისაებრ ჩემდა მომავალისა იყოფებიან“; და კუალად ეტყჳს აბრაჰამს: „აწ უწყი, რამეთუ გეშინის შენ ღმრთისაგან“; და კუალად იტყჳს: „უკუეთუმცა ისმინესო“; და კუალად იტყჳს: „ვინ მისცეს გულსა ამის ერისასა ესრეთ ყოფად?“ და კუალად წერილ არს, ვითარმედ: „არავინ არს მსგავს შენდა ღმერთთა შორის, უფალო“. და ესრეთ მრავალი იპოვების ძუელთაცა შინა შეუმსგავსებელი სიტყუაჲ პატივსა და დიდებასა ღმრთისასა. და კუალად აქაბისთჳს თქუმულ არს: „ვინ-მე შემიცთუნოს მე აქაბ?“ და რომელ მარადის საწარმართოთა ღმერთთა თანა ჰყოფდა თავისა თჳსისა უზეშთაესობასა, ვითარმედ: „არავინ არს მსგავს შენდა ღმერთთა შორის, უფალო“, და მრავალი ესევითარი, რომელი-ესე ყოველი უღირს არს თქუმად ღმრთისათჳს. არამედ იგი ესეოდენ კაცთმოყუარე არს, რომელ ჩუენისა ცხორებისათჳს სიტყუა-თა მათ, რომელნი პატივსა მისსა არა შეეტყუებიან და დიდებასა, თავსიდებს, რამეთუ განკაცებაჲცა და ხატისა მ...
ეზეკიელი 3:11
10. მითხრა: ადამის ძევ! ყველა სიტყვა, რასაც გეტყვი, გულში ჩაიდე და ყურით მოისმინე.11. წადი და მიდი ტყვეებთან, შენი ერის შვილებთან, და ელაპარაკე მათ; უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი; გინდ მოისმინონ, გინდ ნუ მოისმენენ.12. ამიტაცა სულმა და მომესმა ჩემს უკან დიდი ზანზარის ხმა, - კურთხეულია უფლის დიდება თავისი ადგილიდან!
ეზეკიელი თავი 3