ეზეკიელი 31:15
14. რათა არ აღზევდეს ტანით წყალთან მყოფი არცერთი ხე და არ უწვდინოს ღრუბლებს წვეროკინი, რათა არ შეჩერდეს მის წინაშე წყლის მსმელი, მისი სიმაღლით გაოცებული; რადგან ყველანი სასიკვდილოდ არიან განწირულნი ქვეშეთისთვის საფლავად ჩასულ ადამის ძეთა შორის.15. ასე ამბობს უფალი ღმერთი: მისი ქვესკნელში ჩასვლის დღეს გავუმართავ გლოვას, დავუგმანავ უფსკრულს და შევაკავებ მის მდინარეებს და დაწდება დიდი წყლები; დავამწუხრებ მასზე ლიბანს და მინდვრის ყოველი ხე დაღონდება მის გამო.16. მისი დაცემის ხმაზე ხალხებს შევაძრწუნებ, როცა ქვესკნელში ჩავიყვან მას საფლავად ჩასულებთან და ნუგეშს იცემს ქვეშეთის ქვეყანაში ედემის ყოველი ხე, ლიბანის რჩეული და საუკეთესო, ყოველნი, წყლით დარწყლულებულნი.
ეზეკიელი თავი 31