ეზეკიელი 31:16
15. ასე ამბობს უფალი ღმერთი: მისი ქვესკნელში ჩასვლის დღეს გავუმართავ გლოვას, დავუგმანავ უფსკრულს და შევაკავებ მის მდინარეებს და დაწდება დიდი წყლები; დავამწუხრებ მასზე ლიბანს და მინდვრის ყოველი ხე დაღონდება მის გამო.16. მისი დაცემის ხმაზე ხალხებს შევაძრწუნებ, როცა ქვესკნელში ჩავიყვან მას საფლავად ჩასულებთან და ნუგეშს იცემს ქვეშეთის ქვეყანაში ედემის ყოველი ხე, ლიბანის რჩეული და საუკეთესო, ყოველნი, წყლით დარწყლულებულნი.17. ისინიც ჩავლენ მასთან ერთად ქვესკნელში, მახვილით განგმირულებთან ერთად; მისი მხარი იყვნენ და ცხოვრობდნენ მის ჩრდილში ხალხთა შორის.
ეზეკიელი თავი 31