ეზეკიელი 31:17
16. მისი დაცემის ხმაზე ხალხებს შევაძრწუნებ, როცა ქვესკნელში ჩავიყვან მას საფლავად ჩასულებთან და ნუგეშს იცემს ქვეშეთის ქვეყანაში ედემის ყოველი ხე, ლიბანის რჩეული და საუკეთესო, ყოველნი, წყლით დარწყლულებულნი.17. ისინიც ჩავლენ მასთან ერთად ქვესკნელში, მახვილით განგმირულებთან ერთად; მისი მხარი იყვნენ და ცხოვრობდნენ მის ჩრდილში ხალხთა შორის.18. რომელს ედარები დიდებით და სიდიადით ედემის ხეთა შორის? მაინც ჩახვალ ედემის ხეებთან ერთად ქვეშეთის ქვეყანაში და წინდაუცვლელთა შორის დაწვები, მახვილით განგმირულებთან ერთად. ეს არის ფარაონი და მთელი მისი სიმრავლე, ამბობს უფალი ღმერთი.
ეზეკიელი თავი 31